ბიზნესი
16/03/2021

ICR ჯგუფი: ე.წ კომენდანტის საათი ქართული ბიზნესისთვის სერიოზული მუხრუჭია

ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძე „ბიზნესპარტნიორთან“ ბრენდული მაღაზიების გახსნიდან რამდენიმე კვირის მუშაობას აფასებს და აცხადებს, რომ ე.წ კომენდანტის საათი ეკონომიკასა და ბიზნესში პრობლემებს ქმნის.

„არგუმენტაციასაც ვერ ვიღებთ, მინიმუმ 1-2 საათით გადაწევა რატომ არ შეიძლება, ეს ჩვენთვის გაუგებარია. ყველა ადამიანი ვერ ასწრებს სამსახურის შემდეგ მოსვლას, რომც ჰქონდეს საშუალება, კომენდანტის საათამდე ფიზიკურად ვერ ასწრებს შესყიდვებს და შემდეგ სახლში დაბრუნებას. თუ დარჩათ დრო, საკვების შესაძენად მიდიან. კომენდანტის საათი ქართული ეკონომიკისთვის სერიოზული მუხრუჭია,“ - აცხადებს ხაზარაძე.

საკითხზე აქვს თუ არა რითეილ სექტორს მთავრობასთან კონსულტაციები “კომენდანტის საათის“ გადაწევასთან დაკავშირებით, ხაზარაძე აცხადებს, რომ დღეს მთავრობაში ბიზნესისთვის და ეკონომიკისთვის არავის სცალია. “ჩართულნი არიან პოლიტიკურ ბატალიებში, ამიტომაც, სანამ ამას არ მორჩებიან, ვერ მოიცლიან და როცა მორჩებიან, შეიძლება გვიან იყოს,“ - აცხადებს ხაზარაძე.

მისი ინფორმაციით, ზოგადი დაკვირვებით, შოპინგი თერაპია აღარ არის. ადამიანი დადის აუცილებელი საჭიროებისთვის და არა სპონტანური შესყიდვებისთვის.

როგორც ხაზარაძე განმარატვს, დღეს პრიორიტეტი არსებული ბრენდების შენარჩუნებაა, რაც შეეხება ახალი ბრენდების შემოსვლას, ხაზარაძე განმარტავს, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შენარჩუნდება ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობა.   

ICR ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპნიაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს.

ICR  ჯგუფი  წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს.

შეგახსენებთ, 1 თებერვლიდან ქვეყანაში სავაჭრო ცენტრები გაიხსნა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022