ბიზნესი
21/07/2023

იაპონურმა Shimano-მ Georgian Bicycle Group-თან თანამშრომლობა დაიწყო

ველოსიპედის ნაწილების მწარმოებელი მსოფლიოს ლიდერი კომპანია Shimano ქართულ Georgian Bicycle Group-თან თანამშრომლობას იწყებს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Georgian Bicycle Group-ის დამფუძნებელმა ბექა კიკნაველიძემ განუცხადა, პარტნიორობის მიზნით, ხელშეკრულება უკვე გაფორმდა.

„მოგეხსენებათ, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, მთელ მსოფლიოში ველოსიპედის ნაწილებზე დეფიციტი გაჩნდა. ამიტომ,  Shimano-მ განაცხადა, რომ განვითარებად ქვეყნებს ველოსიპედის ნაწილებით ვეღარ მოამარაგებდა და მხოლოდ განვითარებულ ქვეყნებზე იქნებოდა ორიენტირებული. სამწუხაროდ, საქართველოსთვისაც შეჩერებული იყო ნაწილების მოწოდების პროცესი. ამიტომ, გადავწყვიტეთ პირდაპირ  Shimano-ს ევროპის სათაო ოფისში ჩასვლა ნიდერლანდებში, სადაც ვაწარმოეთ მოლაპარაკებები იაპონურ მხარესთან. საკმაოდ რთული აღმოჩნდა მათი დაყოლიება, თუმცა თანამშრომლობა შედგა და ის გრძელვადიანი იქნება“,- აღნიშნა ბექა კიკნაველიძე.

მისივე ინფორმაციით,  Shimano-ს ნაწილები თბილისში უკვე ერთ კვირაში იქნება.

„საკმაოდ დიდი მოცულობის პროდუქცია ჩამოვა და მის რეალზაციას მოვახდენთ ჩვენს მაღაზიაში. გარდა ამისა, ამ ნაწილებს დაზიანებული ველოსიპედების სერვისზეც გამოვიყენებთ. იცით, რომ საქართველოში მსოფლიო ბრენდების ველოსიპედები რაც ჩამოდის, უეტესობა  Shimano-ს ნაწილებით არის აწყობილი. ამიტომ, მათი დაზიანების შეთხვევაში, ძალიან რთულია ხოლმე შეკეთება, რადგან Shimano-ს ნაწილების დეფიციტია ქვეყანაში“, - განმარტა Georgian Bicycle Group-ის დამფუძნებელმა.

მისივე თქმით, საბოლოო ჯამში,  Shimano-ს ნაწილებით პირველი ქართული ველოსიპედიც აეწყობა.

როგორც ბექა კიკნაველიძე აცხადებს, პირველი ქართული ველოსიპედი, ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, ბაზარზე 2023 წლის ბოლოდან გამოვა, ყველაზე პესიმისტური სცენარით კი მომხმარებელი ქართული ველოსიპედით სარგებლობას 2025 წლიდან შეძლებს. პირველი ქართული ველოსიპედი როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში გაიყიდება და მისი ღირებულება 1500 ლარიდან დაიწყება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022