ბიზნესი
22/04/2021
იანვარ-მარტში საქართველოს რკინიგზაზე სატვირთო გადაზიდვები 7.3%-ით გაიზარდა
საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების მაჩვენებლები იზრდება.
კომპანიის ცნობით, 2021 წლის პირველ სამ თვეში გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 7.3%-ით, შემოსავალი სატვირთო გადაზიდვებიდან კი 14%-ით გაიზარდა.
2021-ში 2020 წელთან შედარებით ნავთობპროდუქტების გადაზიდვა 33%-ით არიოს გაზრდილი, მისგან მიღებული შემოსავალი კი 42%-ით.
რაც შეეხება საკონტეინერო გადაზიდვებს, კომპანია აცხადებს, რომ მაჩვენებლები აქაც ზრდადია.
2021 წლის პირველ სამ თვეში წინა წელთან შედარებით საკონტეინერო გადაზიდვებში 3.5%-იანი ზრდაა, მიღებულმა შემოსავალმა კი 8%-ით მოიმატა.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის პირველი კვარტლის შედეგები ბოლო 6 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია.