ბიზნესი
27/04/2023

I კვარტალში "თელასმა" 6.2%-ით მეტი ელექტროენერგია გაანაწილა

2023 წლის პირველ კვარტალში კომპანია „თელასმა“ 0,924 მილიარდი კვტ.სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 6,2% (54 მილიონი კვტ.სთ-ით) აღემატება 2022 წლის პირველ კვარტალში განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას.
 
"თელასის" ინფორმაციით, აღნიშნული მატება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობისა და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა.
 
სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2023 წლის იანვარი-მარტის მონაცემებით 2022 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 3%-ით (21,3 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 730 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 655,7 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 74,3 ათასი – იურიდიური პირი.
 
"2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 6 700 კმ შეადგინა, რაც 3,8%-ით (244 კმ-ით) აღემატება 2022 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელს (6 456 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა,"-ნათქვამია "თელასის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023