ბიზნესი
01/10/2020

hr.ge: სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა პანდემიის ფონზე გაორმაგებულია

დასაქმების პლატფორმა hr.ge-ზე დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელთა რიცხვი პანდემიის ფონზე მინიმუმ 2-ჯერ არის გაზრდილი.

„ჩვენს დასაქმების პლატფორმას აქვს სამუშაოს მაძიებლებისთვის სპეციალური რეგისტრაცია. ეს ბაზა ყოველდღიურად იზრდება", - განმარტავს hr.ge-ს რეგიონალური მენეჯერმი ინგა შახბაზიანი.

მისივე თქმით, კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე ყოველდღე საიტზე დაახლოებით 70-დან 100-მდე ადამიანი რეგისტრირდებოდა, ახლა ეს რიცხვი 150-დან 200-მდე მერყეობს.

Businesspartner