ბიზნესი
20/04/2023

Hollywood-ი ქართულ კინოკომპანიასთან თანამშრომლობს განაგრძობს: ისინი ჩვენგან მაღალ ხარისხს ელოდებიან

Hollywood-ი ქართულ კინოკომპანიასთან თანამშრომლობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანია POSTRED-ის მმართველმა პარტნიორმა თინა ბაბაკიშვილმა განუცხადა, ხმის დიზაინისა და მუსიკის სერვისების მიმართულებით,  ქართულ კინოკომპანიას Hollywood-ისგან  უამრავი დაკვეთა აქვს.

„შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი კომპანია შემდეგი 6 თვე სულ დაჯავშნილია და ვმუშაობთ 100 პროცენტით უცხოურ, კერძოდ Hollywood-ის პროექტებზე. ინტერესი წლიდან წლამდე მზარდია და იმიტომ არა, რომ ჩვენგან სასურველ სერვისს ისინი დაბალ ფასად იღებენ. ეს არ არის. მთავარი, რითიც Hollywood-ს ვაინტერესებთ - ხარისხია. ისინი ჩვენგან ელოდებიან მაღალ ხარისხს და მას მუდმივად იღებენ, რის გამოც, უკან ბრუნდებიან“, - აღნიშნა POSTRED-ის მმართველმა პარტნიორმა თინა ბაბაკიშვილმა.

მისივე განმარტებით, POSTRED-ი „ჰოლივუდის“ ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა: Netflix, A24, Paramount_Pictures, HBO და სხვები.

„ჩვენმა კომპანიამ გარკვეულწილად ფურორი და გადატრიალება მოახდინა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ საქართველოდან შესაძლებელია იმუშაონ  საერთაშორისო კომპანიებთან Hollywood-ში. ამჟამად, გვყავს 40 ადამიანი დასაქმებული, მათი ხელფასები საერთოდ არ ჩამოუვარდება IT სპეციალიტების ხელფასებს. არსებობს სტერეოტიპი, რომ საქართველოში ხელოვნების მხრივ არ შეიძლება ადამიანმა მიიღოს კარგი ანაზღაურება და ამით იცხოვროს - ჩვენ ეს სტერეოტიპი დავამსხვრიეთ“, - აღნიშნა თინა ბაბაკიშვილმა.

ცნობისთვის, კომპანია POSTRED ხმის დიზაინერ ბესო კაჭარავას მიერ 2015 წელს დაარსდა. საქართველოში მანამდე არ არსებობდა მენეჯერულად გამართული პოსტ-პროდუქციის სტუდია. კომპანიამ არსებობის პერიოდში უკვე შეძლო საქართველოს პოპულარიზაცია აშშ-ს ბაზარზე. POSTRED-ს ნამუშევარი აქვს ისეთ ცნობილ პროექტებზე, მაგალითად - როგორიცაა: HBO-ს „ეიფორია“, და Paramount_Pictures-ის „კივილი“,  ასევე A24-ის C’mon, C’mon.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023