ბიზნესი
05/04/2023

Hilton Garden Inn-მა საკუთარ საკონდიტროში პასკების წარმოება დაიწყო

სასტუმრო Hilton Garden Inn Chavchavadze-ს ბაზაზე ამავე სახელწოდების საკონდიტრო ფუნქციონირებს, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის ტკბილეულის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Hilton Garden Inn-ის კვებისა და სასმელების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეონა ახალაიამ განუცხადა, მათ საკონდიტროში წარმოებული პროდუქცია, ძირითადად, სასტუმროს სტუმრებზეა გათვლილი, თუმცა გარე შეკვეთებსაც ემსახურებიან.

„ბაზარზე ვოპერირებთ როგორც საკონდიტრო Hilton Garden Inn. სასტუმროს სრული სერვისი კვების მიმართულებით უზრუნველყოფილია ჩვენ მიერ. ამასთან, გვაქვს კორპორატული შეკვეთები და ვემსახურებით ჩვენი სასტუმროს ტერიტორიაზე არსებულ რესტორანს, სახელწოდებით „ანდაზი“. ძალიან დიდი მოთხოვნაა ჩვენი სტუმრების მხრიდან ჩვენს საკონდიტრო ნაწარმზე - ვინც ერთხელ მაინც გასინჯავს Hilton Garden Inn-ის ტკბილეულს, მეორედაც აუცილებლად გიკვეთავს“, - აღნიშნა თეონა ახალაიამ.

მისივე ინფორმაციით, განსაკუთრებული პოპულარობით Hilton Garden Inn-ის ტორტები სარგებლობს. „მაგალითად, ჩვენს სტუმარს თუ აქვს დაბადების დღე და უნდა, რომ „ჰილტონში“ გადაიხადოს, გვიკვეთავს  ხოლმე ტორტს. ასევე გვაქვს, გარე მომხმარებლების შეკვეთებიც. ტორტებს ვამზადებთ ჩვენი მომხარებლების სურვილიდან გამომდინარე, მთლიანად მორგებული ვართ მათზე“, - განმარტა Hilton Garden Inn-ის კვებისა და სასმელების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, Hilton Garden Inn-ის საკონდიტრო, ამ ეტაპზე,  დიდ წარმოებაზე გადასვლას არ გეგმავს, თუმცა, აქტიურად აგრძელებს პროდუქციის გამრავალფეროვნებას. კომპანიამ საკუთარ ნაწარმს პასკებიც დაამატა. პროდუქტი რეალიზაციაში 1-ლი აპრილიდან ჩაეშვა.  როგორც თეონა ახალაია აცხადებს, პასკები საოჯახო რეცეპტითა და ნატურალური ინგრედიენტებით მზადდება და მათი შეკვეთა და შეძენა ნებისმიერ მომხარებელს შეუძლია. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022