ბიზნესი
03/11/2020
"ჰერბიამ" ბაზარზე სოუსები და პესტოები გამოიტანა
მწვანილებისა და ბოსტნეულის შემდეგ “ჰერბიამ“ გაყიდვაში სოუსები და პესტოები ჩაუშვა.
რვა სახეობის პროდუქცია მსხვილ სუპერმარკეტებში უკვე იყიდება.
ახალი პროდუქციის წარმოებისთვის დამატებით 200 000 ლარია ინვესტირებული, დამატებით 15 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ნედლეული სრულად „ჰერბიას“ სათბურებშია წარმოებული.
წყალტუბოში მდებარე მაღალტექნოლოგიურ საწარმოს დღეში 1000 ერთეული პროდუქტის გამოშვება შეუძლია. სასათბურე მეურნეობა ჯამში 25 ჰექტარ ფართობზეა განთავსებული, სადაც წელიწადში 2 000 ტონამდე ბოსტნეული იწარმოება.
30 დასახელების პროდუქტის 95% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, მცირე მოცულობით კი ექსპორტზე, ბულგარეთში გადის.