ბიზნესი
25/04/2023

"ჰაიდელბერგცემენტ საქართველოს" მესაკუთრეებში ცვლილებაა

ცემენტის მწარმოებელი კომპანია "ჰაიდელბერგცემენტ საქართველოს" მესაკუთრეთა შორის ცვლილებაა. 
 
"კომპანია “ცემენტ ინვესტმა“, რომელიც წარმოადგენს საქართველოს თანაინვეტირების ფონდის, ჰანიველ პარტნერზისა და ბატონი დავით ბეჟუაშვილის ოჯახის ინტერესებს, სრულად გამოისყიდა „ჰაიდელბერგ მატერიალზ“-ის წილი „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიასა“ და „თერჯოლა კარიერში“ (ერთობლივად „ჰაიდელბერგცემენტ საქართველო“).
 
„ჰაიდელბერგცემენტ საქართველო“ ლიდერია ცემენტისა და ცემენტთან დაკავშირებული პროდუქტების წარმოებისა და დისტრუბუციის ბაზარზე საქართველოში. ის მართავს ცემენტის სრული ციკლის წარმოების ქარხნებს კასპსა და რუსთავში, ცემენტის წისქვილს ფოთში, ინერტული მასალების ორ საწარმოს, ცემენტის ტერმინალს სუფსაში და ბეტონის თოთხმეტ სტაციონალურ და მობილურ ქარხანას მთელი საქართველოს მასშტაბით.
 
მას შემდეგ, რაც 2017 წელს „ჰაიდელბერგ მატერიალზი“ და “ცემენტ ინვესტი“ პარტნიორები გახდნენ მათი ერთობლივი მენეჯმენტის ქვეშ „ჰაიდელბერგცემენტ საქართველომ“ წარმატებით განახორციელა მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი წარმადობისა და ეფექტურობის გაუმჯობესების მიმართულებით, მათ შორის კლინკერის წარმოების ახალი მშრალი მეთოდით მოქმედი ქარხანა კასპში. ამ უკანასკნელმა ინვესტიციამ, რომლის მოცულობამ 100 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, კომპანიას ტექნოლოგიურ გარდატეხასთან ერთად მოუტანა ხარისხის მკვეთრი გაუმჯობესება და უპრეცედენტო ზრდა.
 
მიმდინარე წლის განმავლობაში „ჰაიდელბერგცემენტ საქართველო“ შეინარჩუნებს სავაჭრო სახელსა და ყველა იმ ტექნიკურ მხარდაჭრას, რომელსაც კომპანიას აქამდე „ჰაიდელბერგ მატერიალზი“ უწევდა. სამომავლოდ, შესაძლოა მოხდეს ბრენდის ცვლილება.
 
კომპანიის ინვესტორები გეგმავენ გააგრძელონ მისი გაფართოება წარმადობის ზრდის, ტექნოლოგიური გაუმჯობესებისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელშიც ისინი ცემენტისა და მასთან დაკავშირებულ ბიზნესს ფლობენ.
 
ინვესტორები იმედოვნებენ, რომ „ჰაიდელბერგცემენტ საქართველოს“ მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს მათი საინვესტიციო მიდგომა, რომელიც მხოლოდ საქართველოზეა ფოკუსირებული.
კომპანია „ცემენტ ინვესტის“ ინვესტორები ფლობენ და მართავენ წარმატებულ კომპანიებს მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სექტორებში, მათ შორის: წარმოების, სასტუმრო ინდუსტრიის, ფინანსური ინსტიტუტების, მედია და ტელეკომუნიკაციების, უძრავი ქონების, სოფლის მეურნეობის და ენერგეტიკის მიმართულებით,"-ნათქვამია საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023