ბიზნესი
18/12/2020

"გვიწევს მინისტრების ჩარევა" - ბიუროკრატიული ბარიერები ბიზნესის გადაულახავი დაბრკოლება

ბიუროკრატიული ბარიერები ბიზნესის გადაულახავ დაბრკოლებად რჩება. კერძო სექტორის წარმომადგენელთა განცხადებით, სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ საჯარო მოხლეებს კომპეტენციის ნაკლებობა აქვთ, რაც მათი მხრიდან პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას და გადაწყვეტილების მიღების დროში გაჭიანურებას იწვევს.

„ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მინისტრების დონეზე გაკეთებული სტრატეგიული შინაარსის განცხადებები, რომელიც ბიზნესის მხარდამჭერია, სათანადოდ ვერ, ან არ არის აღქმული ქვედა და საშუალო ფენის სახელმწიფო მოხელეების მიერ, რომელათაც სწორედ ამ ხედვების იმპლემენტაცია ევალებათ. ეს არის სამწუხარო რეალობა. თუნდაც, რუტინული გადაწყვეტილების მისაღებად ხშირად გვიწევს, როგორც მთავრობის მეთაურის, ასევე მინისტრების პირდაპირი ჩარევა, რაც არასწორია. არის გადაწყვეტილებები, რომელიც ამ დონეზე არ უნდა ავიყვანოთ. როდესაც, მაგალითად, ამა თუ იმ საკითხზე მოთხოვნას აკეთებთ, უკვე ვეღარ მართავთ იმ პროცესს, თუ სად არის გაჭედილი. დათქმულია რაღაც ვადები და კანონმდებლობა მის გაგრძელების შესაძლებლობასაც ითვალისწინებს, თუმცა, გადის დრო, როდესაც არ ვიცით ესა თუ ის საკითხი რა მდგომრეობაშია. აქედან გამომდინარე გვიწევს მინისტრების ჩარევა, რაც არასწორია. ყველაზე დიდი აქტივი ბიზნესში არის დრო. ზოგადად, კერძო და საჯარო სექტორებში დროის აღქმა, სამწუხაროდ, სხვადასხვა ცნებაა“,- აცხადებს „ბიზნესპარტნიორთან“ „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

მისივე თქმით, ეს პრობლემა პირდაპირ აისახება პოტენციური ინვესტორების განწყობასა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლებზე.

„პრობლემა იმის ვერ გააზრებაც არის, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მათ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას ზოგადად საინვესტიციო გარემოზე. საბოლოო ჯამში ვიღებთ ხოლმე ისეთ შემთხვევებს, რომ ეს გადაწყვეტილება პირდაპირ ახდენს გავლენას ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო გარემოს რეპუტაციაზე. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების ერთ-ერთი ფაქტორი ესეც არის. უამრავი პრაქტიკული მაგალითი არსებობს სოფლის მეურნეობიდან დაწყებული, დამთავრებული ავიაბიზნესით. იღებენ ისეთ გადაწყვეტულებას, რომელიც აზიანებს ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს“,- აღნიშნა ხუნძაკიშვილმა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022