ბიზნესი
02/12/2020

გურამ ბაღდოშვილი: თუ ჩვენი სიკვდილი უნდათ, მაშინ გამოგვიცხადონ

შეფ-მზარეული, გურამ ბაღდოშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ დღეს არსებული რეალობის გათვალისწინებით, საქართველო ტურისტულად მიმზიდველი ქვეყანა ვეღარ იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ბაღდოშვილი პანდემიის დასაწყისში მთავრობის გადაწყვეტილებებს იწონებდა, ახლა ის ახალ შეზღუდვებს აკრიტიკებს.

ცნობილი შეფ-მზარეული განმარტავს, რომ სარესტორნე სექტორისთვის ასეთი რეგულაციები დამღუპველია.

„მე მაშინ დიდი აპლოდისმენტებით შევხვდი ჩვენი სახელმწიფოს გადაწყვეტილებას. ძლიერი და სწორი გადაწყვეტილება იყო, რომელიც ძალიან სწრაფად მიიღო. დიახ, მაშინ ვთქვი, რომ საქართველო იქნებოდა ტურისტულად ძალიან მიმზიდველი ქვეყანა, თუ ის გააგრძელებდა ისეთ რიტმში ეკონომიკის დაცვას, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.

საზღვრები არ უნდა გაგვეხსნა. მთელი მსოფლიო ამაყობდა, როგორ შეძლო ამ პატარა ქვეყანამ ამდენიო. როცა 9 საათზე კომენდანტის საათი იწყება, მთელი თბილისი გაღაჟღაჟებულია. რად გვინდა?! გააკეთონ ეკონომია, თუნდაც ელექტროენერგიის. თუ ჩვენი სიკვდილი უნდათ, მაშინ გამოგვიცხადონ, საბოლოოდ დაგვკეტონ და მოგვკლან შიმშილით.

გამოსავალი ერთადერთი ის არის, რომ გავიხსნათ. ვიღაცამ მოსახლეობას რომ დააბრალოს ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა, ლოგიკური არ არის. ბევრი რამ არის სასირცხვილო. სამწუხაროდ, სახელმწიფო არ უსმენს მოსახლეობას. ვერ ხედავენ, რომ ადამიანები, რომლებიც ქუჩაში მზესუმზირას ყიდდნენ, ეს მათთვის ერთადერთი შემოსავალი იყო“,- აღნიშნავს ბაღდოშვილი. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022