Go Express-ი წლის ბოლომდე მიწოდების არეალს გააფართოებს
ამანათების გადაზიდვის საკურიერო კომპანია Go Express-ი წლის ბოლომდე მიწოდების არეალს მთელი საქართველოს მასშტაბით გააფართოებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ბექა ნავერიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, სამომავლოდ დაგეგმილია სერვისის ქვეყნის ფარგლებს გარეთ შეთავაზებაც. განიხილება მობილური აპლიკაციის შექმნაც.
„კომპანიის დაფუძნების იდეა პანდემის პერიოდში გაჩნდა, მაშინ, როდესაც ჩვენივე ონლაინ მაღაზიისთვის მსგავსი, საკურიერო კომპანია დაგვჭირდა. მაშინ გამოჩნდა ბაზარზე ასეთი ტიპის კომპანიის არსებობის საჭიროება, რომელიც მომხმარებელს დროულ და ხარისხიან მომსახურებას შესთავაზებდა. კომპანიას აქვს პორტალი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ონლაინ კურიერის გამოძახება.“-აცხადებს ნავერიანი.
Go Express-ი მომხმარებელს მთელი თბილისის მასშტაბით, ასევე თბილისის შემოგარენის,რუსთავის, მარნეულის, ქუთაისის და ბათუმის მიმართულებით 20 კგ-მდე ამანათების გადაზიდვის სერვისს სთავაზობს. აღნიშნულ ლოკაციებზე შესაძლებელია მომსახურების 3 პაკეტით სარგებლობა: თბილისის მასშტაბით იმავე დღის მიწოდება - 6 ლარი,მეორე დღეს მიწოდება- 5 ლარი,ეკონომ პაკეტი (3-4 სამუშაო დღეში მიწოდება) – 4 ლარი.
ნავერიანი აცხადებს, რომ კომპანია ამ დროისთვის კომპანია 100-მდე ონლაინ მაღაზიასთან თანამშრომლობს. პორტალზე დარეგისტრირებულთა რიცხვი კი 500-ზე მეტია (ამაში შედის როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები).