ბიზნესი
03/10/2023

GNS GEORGIA საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი GNS GEORGIA გახდა, რომელიც  2013 წლიდან საზღვაო ხაზის, Cosco Shipping Lines-ის ოფიციალური აგენტია კავკასიის რეგიონში.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად, GNS GEORGIA  ფლობს საკონტეინერო ბაზრის 15%-იან წილს საქართველოსა და კავკასიაში. კომპანია წარმოდგენილია როგორც  თბილისში, ასევე,  ფოთსა და ბათუმში. შესაბამისად, კომპანია გამოირჩევა  ადგილობრივი რეალობის უნიკალური ცოდნითა და შესაბამისი ექსპერტიზით.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, „გამოცდილი მენეჯმენტით, პროფესიონალი და მოტივირებული პერსონალით GNS Georgia ყოველთვის შესანიშნავად ასრულებდა დაკისრებულ პასუხისმგებლობას და მათი, როგორც საზღვაო ხაზის აგენტის, ფუნქციები ყოველთვის დროულად და მაქსიმალურად ეფექტურად სრულდება“.

ამჟამად, GNS GEORGIA-ს გუნდი აქტიურად მუშაობს ცენტრალური აზიის ტვირთების გადმომისამართებაზე საქართველოს დერეფანში, რაც თავის მხრივ ქვეყნის პორტებსა და რეგიონში ტვირთბრუნვას გაზრდის.

„მივესალმებით ახალ წევრს კომპანია GNS GEORGIA-ს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებში. ჩვენთვის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის მიმართულება, რაც განსაკუთრებით აქტუალური ასოციაციაში ტრანსპორტისა და ლოჯიკისტიკის კომიტეტის დაფუძნების შემდგომ გახდა. ასეთი წევრებით, რომლებიც გამოირჩევიან პროფესიონალიზმით ასოციაცია კიდევ უფრო ძლიერდება, რაც გვაძლევს საშუალებას ერთად დავიცვათ სექტორის საუკეთესო ინტერესები“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

Businesspartner