Glovo-მ 450 მლნ ევროს დაფინანსება მოიპოვა
Glovo-მ, მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა მულტი კატეგორული მიტანის სერვისის მოთამაშემ, დღეს გამოაცხადა, რომ მოიპოვა 450 მილიონი ევროს ინვესტიცია სერია F– ის დაფინანსების რაუნდში, რომელსაც ნიუ-იორკში საინვესტიციო მენეჯერები, Lugard Road Capital და Luxor Capital Group ხელმძღვანელობენ.
რაუნდში ასევე დაბრუნდნენ და მონაწილეობა მიიღეს ისეთმა ინვესტორებმა, როგორებიცაა Delivery Hero, Drake Enterprises და GP Bullhound, რაც ხაზს უსვამს არსებული აქციონერების დიდ მოთხოვნას კომპანიის ინვესტიციებზე და, ზოგადად, მიტანის სერვისის მნიშვნელობის ზრდაზე მეტყველებს.
დაფინანსების უახლესი რაუნდის შემდეგ, ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ესპანური სტარტაპი Glovo ინვესტიციას განახორციელებს იმ 20 ქვეყნის ბაზარზე, სადაც ამჟამად ოპერირებს. კომპანია ასევე ყურადღებას გაამახვილებს ახლადშექმნილი Q-Commerce (სწრაფი კომერცია) ზრდაზე, რაც ამ ბაზრებზე მისი სტრატეგიული ვალდებულების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.
წლის დასაწყისში, Glovo–მ 100 მილიონ ევროიანი პარტნიორობა გამოაცხადა შვეიცარიაში მდებარე უძრავი ქონების კომპანია Stoneweg– თან, Dark Stores ქსელის განსავითარებლად. კომპანიის გუნდს შეემატა ახალი ტექნოლოგიების აღმასრულებელი დირექტორი, ნარეკ ვერდიანი, რომელიც American Express-ში საინჟინრო ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას იკავებდა და სწორედ მისი პასუხისმგებლობის ქვეშ იქნება Glovo–ს ბარსელონას, მადრიდისა და ვარშავის ოფისების საინჟინრო გუნდის 300-დან 500-ადამიანამდე გაფართოება.
Q- კომერციის განყოფილება "ულტრა სწრაფი" მიწოდების სერვისით გამოირჩევა
Glovo–ს მიერ მოპოვებული ინვესტიციის მთავარი პრიორიტეტი იქნება Q–commerce ვერტიკალი და მისი მულტი-კატეგორიული შეთავაზებების გამრავალფეროვნება ყველა იმ ბაზარზე, სადაც ოპერირებს. კომპანია, რომელსაც 10 მილიონზე მეტი მომხმარებელი და პრემიუმ პარტნიორების ბაზარი ჰყავს, განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობს ადგილობრივი პარტნიორობის მეშვეობით სასურსათო პროდუქტებისა და საცალო კატეგორიების ზრდას. დიდ ქალაქებში მას უკვე შეუძლია უზრუნველყოს ულტრა სწრაფი მიწოდება 10 წუთის განმავლობაში Dark Stores ქსელის საშუალებით. კომპანია მუდმივად მზადაა მოერგოს მომხმარებლების ახალ მოთხოვნებს.
მეტი ყურადღება გამახვილდება სასურსათო პროდუქტებსა და წამყვან საცალო მოვაჭრეებთან თანამშრომლობაზე:
სასურსათო პროდუქციის კატეგორიის ზრდისთვის, Glovo გააგრძელებს სტრატეგიული პარტნიორობის ძიებას ისეთივე პირობებით, როგორსაც დიდ სუპერმარკეტებს: Carrefour-ს, Continente-სა და Kaufland-ს სთავაზობს. კომპანია ამჟამად Dark Stores ქსელის საშუალებით ოპერირებს ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა ბარსელონა, მადრიდი, ლისაბონი და მილანი. სულ მალე მაღაზიები გაიხსნება ვალენსიაში, რომში, პორტოსა და ბუქარესტში. კომპანიის მიზანია 2021 წლის ბოლოსთვის, ბაზრებზე 200 Dark Stores არსებობა.
ოსკარ პიერი, Glovo- ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი:
”მოხარული ვართ, რომ მხარს გვიჭერენ Luxor Capital Group-ისა და Lugard Road Capital-ის ინვესტორები. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ჩვენ ძალიან, ძალიან სწრაფად განვვითარდით, მაგრამ ჩვენი ხედვები უცვლელი დარჩა. ეს ინვესტიცია საშუალებას მოგვცემს გავაორმაგოთ ძირითადი ბაზრები, უფრო სწრაფად ჩამოვყალიბდეთ ლიდერად იმ ადგილებში, სადაც უკვე ძალიან ძლიერი ვართ და გავაგრძელოთ სწრაფი კომერციის შესანიშნავი განყოფილების გაფართოება, შემოვიტანოთ კიდევ უფრო მეტი ინოვაცია ჩვენს უნიკალურ შეთავაზებში და უფრო მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ მომხმარებლებს. ”
ჯონათან გრინი, Lugard Road Capital-ის დამფუძნებელმა და პორტფოლიოს მენეჯერი: ”ჩვენი ინვესტიცია Glovo- ში ასახავს ჩვენს ერთგულებას კომპანიისა და მისი ხელმძღვანელობის მიმართ, რომლებიც განაგრძობენ ინოვაციების შეტანას მიტანის სერვისის ბაზარზე. როგორც Glovo– ს გრძელვადიანი ინვესტორი, ჩვენ სიხარულით ვუყურებთ, რომ კომპანია განაგრძობს მომხმარებელთა აღფრთოვანებას თავისი უნიკალური მულტი კატეგორული შეთავაზებებით, როგორც არსებულ, ისე ახალ ლოკაციებზე.
Glovo ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ იყიდოთ, აიღოთ და გაგზავნოთ ნებისმიერი პროდუქტი იმავე ქალაქში, ერთ საათზე ნაკლები დროის განმავლობაში. აპლიკაციას ამჟამად 1.8 მილიონი ყოველთვიური მომხმარებელი და 25,000 ასოცირებული პარტნიორი ყავს.
Glovo ოპერირებს 20 ქვეყნის მასშტაბით ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ გვერდს.