ბიზნესი
22/03/2021

"გლენბერი" ხონში ₾32 მლნ-იან აგროკომპლექსს 2022 წელს გახსნის

გაყინული ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორი კომპანია “გლენბერი“  ხონში სასათბურე და სამაცივრე-გადამამუშავებელ მეურნეობას 2022 წელს გახსნის.

როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანია „გლენბერის“ დამფუძნებელი რაფაელ მაღალაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, პროექტის დაწყება დამოკიდებულია მთავრობის სხდომაზე, სადაც კომპანიისთვის ხონში სასოფლო-სამეურნეო მიწების გადაცემის საკითხი დადგება.

„თუ ეს ტერიტორიები გადმომცეს, საშემოდგომოდ დავრგავ ნარგავებს. მიწის გადმოცემიდან  ერთ წელიწადში გავხსნი საწარმოსაც და სათბურებსაც,“ - აცხადებს მაღალაშვილი.

კომპანია პროდუქციას აშშ-ში აგხავნის. "შეკვეთა ბევრი მაქვს, პროდუქცია კი ცოტა მაქვს. ყოველდღიურად ამერიკაში 1 კონტეინერი უნდა გავაგზავნო, ეს წელიწადში 300 კონტეინერია, დაახლოებით 6 000 ტონა. ამას რომ მივაღწიო უზარმაზარი წარმოება მჭირდება. სათბურის გაფართოებაც ამიტომ გადავწყვიტე,“ - აცხადებს მაღალაშვილი.

„გლენბერის“ დამფუძნებელი სათბურებში მოცვის, ისპანახის, ბროკოლის და ყვავილოვანი კომბოსტოს მოყვანას გეგმავს.

გაყინული ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმო „გლენბერი” 2018 წელს გაიხსნა. კომპანიამ საწყის ეტაპზე 9 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. კომპანია შიდა ქართლში, ქარელში მდებარეობს, საწარმოში 250 კაცია დასაქმებული.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022