GLCC: ბაზარზე შრომის უსაფრთხოების ოფიცერთა დეფიციტია
შრომის უსაფრთხოების სპეცისლისტების გადამზადების პროგრამა შეჩერებულია. კომპანიებს საკუთარი თანამშრომლების სერტიფიცირება სურთ, თუმცა ამას ვერ ახერხებენ.
იურიდიული კომპანია GLCC-ის დამფუძნებელი, შალვა ცხაკაია „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ კანონი ძალაშია, თუმცა მისი აღსრულება არ ხდება.
„ბაზარზე არ არის იმდენი შრომის უსაფრთხოების ოფიცერი, რაც საქართველოში ასობით ათას კომპანიას სჭირდება. ჯერ კიდევ პანდემიამდე გამოიკვეთა პრობლემები შრომის უსაფრთხოების ხარისხის უზრუველყოფასთან დაკავშირებით.
ამ საკითხებზე უკეთესი გადაწყვეტილების მოსაფიქრებლად ჯანდაცვის სამინისტრომ შეაჩერა ავტორიზაცია იმ ორგანიზაციებისთვის, ვინც შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის ტრენინგებს ახორციელებდნენ. ამის შემდეგ თითქმის 2 წელი გავიდა და წინსვლა არ გვაქვს. არ გვყავს დამატებითი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები და არ ხორციელდება ამ მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლება, დამატებითი ოფიცრების გაზრდა. ძალიან ბევრი კომპანიაა, რომელსაც სურს, რომ სამსახურში ჰყავდეს მუდმივ თანამშრომლად ასეთი სპეციალისტი, თუმცა ვერ ამზადებს მას“,- აღნიშნა ცხაკაიამ.