ბიზნესი
07/07/2023

GITA-მ ევროკავშირის მხარდაჭერით, IT ეკოსისტემის განვითარების პროექტი წარადგინა

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ევროკავშირს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა წარადგინეს IT ეკოსისტემის განვითარების გეგმა - Do IT with the EU.

პროექტის მიხედვით, 2 წლის განმავლობაში ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოს 1300-ზე მეტი მოქალაქე გადამზადდება მსოფლიო ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებში, როგორებიცაა: პროგრამირება, პროექტ მენეჯმენტი, დიზაინი, და სხვა.

პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში IT სექტორის ტრანსფორმაციას მსოფლიო დონის სტანდარტების ინტეგრირებით, უნარების განვითარების ხელშეწყობითა და საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების განსაკუთრებული შესაძლებლობების შექმნის გზით. აგრეთვე, დიდი აქცენტი გაკეთდება ქალთა გაძლიერებაზე ტექ ინდუსტრიაში.

“IT ეკოსისტემის განვითარების პროექტი წარმოადგენს ტრანსფორმაციულ ნახტომს საქართველოს IT სექტორის მომავლისკენ. პროგრამა წაახალისებს სამუშაო ადგილების შექმნას ინოვატორებისა და მეწარმეებისთვის საერთაშორისო IT კომპანიებთან ერთად მუშაობის შესაძლებლობის მიცემის გზით, რაც, საბოლოოდ, გააძლიერებს საქართველოს კონკურენტუნარიანობას რეგიონში.” - განაცხადა ევროკავშირის თანამშრომლობის ხელმძღვანელმა ნიკოლას სენდროვიჩმა.

პროექტი ორი ნაწილისაგან შედგება. ერთი არის ჯიტას წარმატებული პროექტის - 3000 IT სპეციალისტის გადამზადების პროგრამის გაგრძელება, მეორე კი სპეციალურად ამ პროექტის ფარგლებში შემუშავდა.

“ეს ახალი პარტნიორობა არა მხოლოდ აძლევს სტიმულს ცნობილი კომპანიების შემოსვლას ქართულ ბაზარზე, არამედ ადგილობრივი IT სპეციალისტებისთვის ეს არის მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილებისა და საერთაშორისო პროექტებში წვლილის შეტანის შესაძლებლობა.” - განაცხადა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ.

“Do IT with the EU” პროგრამა დაიწყება სექტემბერში, რომლის ფარგლებშიც 1300-ზე მეტ ადამიანს მიეცემა საშუალება, მოიპოვოს საერთაშორისო სერტიფიკატი და გახდეს კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ტექ ბაზარზე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023