ბიზნესი
12/06/2023

გიორგი სურგულაძე: კატალიზატორების ექსპორტის შეჩერება საუკეთესო ინიციატივაა

ავტოიმპორტიორების ნაწილი მთავრობის ინიციატივას - შეჩერდეს  კატალიზატორების ექსპორტი,  დადებითად აფასებს.

"ვისაც 1000 დოლარი დასჭირდებოდა, წავიდოდა თავის ავტომობილს მოხსნიდა კატალიზატორს და ჩააბარებდა, რაც რეალურად შემდეგ გარემოსთვის პრობლემებს ქმნიდა, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ გიორგი სურგულაძემ, „კავკასიის ავტოიმპორტის“ დირექტორმა განუცხადა.

მისი განცხადებით, ის მანქანა, რომელსაც კატალიზატორი მოხსნეს,გამონაბოლქვის თვალსაზრისით, არანაირ სტანდარტებს აღარ აკმაყოფილებს ].

„ახლა თუ კატალიზატორის ექსპორტი აიკრძალება, მის მოხსნასაც  აზრი აღარ ექნება. შედეგად, გარემოზე ნეგატიური გავლენაც შემცირდება“, - განმარტა გიორგი სურგულაძემ.

შეგახსენებთ, კატალიზატორების ექსპორტის  აკრძალვის გარდა, პრემიერი დღეს კიდევ ერთი ინიციატივით გამოვიდა, კერძოდ, საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი 2024 წლიდან აიკრძალება.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022