გიორგი რამიშვილი SAS-თან პარტნიორობაზე: ეს იქნება ციფრული ხიდი საქართველოსა და აშშ-ს შორის
სილქნეტი საქართველოში მონაცემებზე დაფუძნებული მარკეტინგული გადაწყვეტილებების დანერგვას იწყებს. საკომუნიკაციო კომპანიამ შესაბამის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერა. დოკუმენტის მიხედვით, ამერიკული წამყვანი ანალიტიკური კომპანია SAS-ი სილქნეტს მომხმარებლის მონაცემთა ანალიზზე დაფუძნებული ახალი სისტემებით უზრუნველყოფს.
"ეს დიდი მოვლენაა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს იქნება ციფრული ხიდი საქართველოსა და ამერიკას შორის. სიამაყით მინდა განვაცხადო, რომ SAS-მა ამ პარტნიორობისთვის ჩვენ აგვირჩია. სილქნეტი, როგორც საქართველოს წამყვანი სატელეკომუნიკაციო პროვაიდერი, SAS-თან ერთად საშუალებას მისცემს კომპანიებს და ორგანიზაციებს დანერგონ მონაცემებზე დაფუძნებული ყველაზე თანამედროვე პროცესები. ასეთი სახის პარტნიორობა პირველია საქართველოში. სილქნეტისთვის ეს არის ქვეყანაში უახლესი ტექნოლოგიების დანერგვაში გადადგმული წარმატებული ნაბიჯი, რაც მთელი ქვეყნისთვის სარგებლის მომტანი იქნება“, -განაცხადა სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა.
SAS-ში მიიჩნევენ, რომ გაფორმებული ხელშეკრულებით კერძო და საჯარო სექტორის გაციფრულების პროცესი დაჩქარდება.
“მოხარულები ვართ, განვაცხადოთ, რომ ვიწყებთ თანამშრომლობას საქართველოს და კავკარიის რეგიონში უმსხვილეს სატელეკომუნიკაციო კომპანია სილქნეტთნ. თანამედროვე ანალიტიკის და SAS-ის გამოცდილების ერთობლიობა სილქნეტის შესაძლებლობების მეშვეობით, რაც ბაზრის ღრმა ცოდნას მოიცავს, ჩვენ საშუალებას მოგვცემს შევქმნათ დიგიტალიზაციის სწრაფი მექანზმი საჯარო და კერძო სექტორისთვის. არსებული მონაცემების და გამოცდილების გამოყენება მნიშვნელოვანი ფაქტორებია კომპანიებისა და ორგანზაციებისთვის, რათა მოიპოვონ კონკურენტული უპირატესობა თავიანთ ბაზარზე“,- განაცხადა კომპანია SAS-ის ვიცე პრეზიდენტმა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, შუა აზიასა და აფრიკაში, შუკრი დაბაღიმ.
ცნობისთვის, SAS-ი ანალიტიკური პლატფორმაა. SAS - ის სერვისებს 83 000-ზე მეტი ორგანიზაცია ეყრდნობა. 2020 წლის Fortune Global 500® - ის ტოპ 100 კომპანიიდან 91 SAS-ის მომხმარებელია. SAS-ი ინდუსტრიების ფართო სპექტრს უზრუნველყოფს: ფინანსები, ტელეკომუნიკაციები, საცალო ვაჭრობა და CPG (სამომხმარებლო შეფუთული საქონელი), წარმოება, კომუნალური მომსახურებები და სახელმწიფო დაწესებულებები. SAS ასევე ლიდერობს სამთავრობო ციფრული ინიციატივების მიმართულებით ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: სახელმწიფო ფინანსები, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და სისხლის სამართლის საკითხები, ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი, ჯანდაცვა, ჭკვიანი ქალაქები და სხვ მრავალი, მონაცემებზე დაფუძნებული პროექტი.