ბიზნესი
10/05/2023

გიორგი პერტაია საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

დღეს, პალატის საერთო კრება ჩატარდა, სადაც გიორგი პერტაია პალატის საერთო კრების წევრების (დელეგატების) მიერ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტად ერთხმად, ოთხი წლის ვადით, ხელმეორედ იქნა არჩეული.

გიორგი პერტაიამ საერთო კრების წევრებს პალატის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა და ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

მათ შორის, ყურადღება გაამახვილა მეწარმეების მხარდასაჭერად განხორციელებულ საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებზე. ასევე, ელექტრონული კომერციის, "ევროკავშირი ბიზნესისთვის", სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე ჩატარებული ტრენინგების, ბიზნესისთვის "უფასო ვებ-გვერდის", პროფესიული სწავლების ხელშეწყობისა და ქალი მეწარმეების მხარდამჭერი პროგრამების, ბიზნესთან ღია დიალოგის ფორმატისა და ბიზნეს ფორუმების შესახებ.

სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა სამომავლო გეგმებსა და დამატებით, ახალ პროექტებზეც ისაუბრა. დღეს გამართულ შეხვედრას, საქართველოს ყველა რეგიონიდან 100-ზე მეტი საერთო კრების წევრი ( დელეგატი) ესწრებოდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023