ბიზნესი
18/03/2022

გიორგი კაჭარავა: კონსტანცასა და ფოთის პორტებს შორის საბორანე გადასასვლელი მოეწყობა

კონსტანცასა და ფოთს შორის საბორნე გადასასვლელი მოეწყობა.

როგორც საქართველო-რუმინეთის სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრმა გიორგი კაჭარავამ გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" განაცხადა, კონსტანცასა და ფოთს შორის საბორანე გადასასვლელის უზრუნველყოფას საქართველო-რუმინეთის სავაჭრო პალატის ერთ-ერთი წევრი კომპანია წლის ბოლოსთვის გეგმავს, რაც მისივე თქმით, ტრანსპორტის ღირებულებას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

კაჭარავამ ევროპის ტერიტორიაზე ქართული საწყობების არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"იმისათვის, რომ კიდევ უფრო შევქმნათ პირობები ქართული პროდუქტის შეტანისთვის ევროპის ბაზარზე, მსგავსი ინფრასტრუქტურა უმნიშვნელოვანესია, ეს ჩვენს პროდუქციას დასაწყობების შესაძლებლობას მისცემს და ეს კონტრაქტების საფუძველზე უზრუნველყოფის კუთხით გადამწყვეტია. გვქონდა შემთხვევები, როდესაც ქართულმა ექსპორტიორებმა ვერ შეასრულეს კონტრაქტი, დროულად ვერ მიაწოდეს ტვირთი და დაჯარიმდნენ. შესაბამისად, დასაწყობების შესაძლებლობა უზრუველყოფს პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას. რა თქმა უნდა, გასათვლელია ტემპერატურული რეჟიმი, ტრანსპორტირების პერიოდები, მაგალითად ღვინისთვის ყველაზე კარგი პერიოდი გაზაფხული და შემოდგომაა.

ასევე იმისათვის, რომ მალფუჭებადი პროდუქტები სწრაფად წავიდეს ეს ნიშნავს მუდმივად ბორანის არსებობას და მის მუშაობას. ამ მხრივ კარგი სიახლე გვაქვს, ერთ-ერთი წევრი კომპანია წლის ბოლოსთვის საბორანე გადასასვლელის უზრუნველყოფას გეგმავს კონსტანტასა ფოთს შორის, რაც ტრანსპორტის ღირებულებას მნიშვნელოვნად შეამცირებს და პირდაპირ შავი ზღვის მეშვეობით მოხდება დაკავშირება.-აღნიშნავს, საქართველო-რუმინეთის სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრი.