ბიზნესი
23/12/2020

გიორგი გახარია: ქვეყანაში ეკოლოგიური სტანდარტი ქვეყანაში იყოს დაცული

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეკოლოგიური სტანდარტი ქვეყანაში იყოს დაცული, - განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრაზე.

მისი თქმით, ეკოლოგიური სტანდარტი ეს ის სტანდარტია, რომელიც სულ უფრო და უფრო აქტუალურია როგორც ჩვენთვის, ისე ევროპული სივრცისთვის.

"არ მგონია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენ არჩევანის წინაშე არ დავდგეთ ეკონომიკური განვითარება, სოციალური ფაქტორები თუ გარემოს დაცვის სტანდარტები - საბოლოო ჯამში, საშუალოვადიან პერსპექტივაში ეს მაინც უკან დაგვიბრუნდება. პირდაპირი ზემოქმედება ექნება როგორც ეკონომიკურ, ისე სოციალურ განზომილებაზე, ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეკოლოგიური სტანდარტების ხარჯზე არც ეკონომიკური განვითარების სტიმულირება მოვახდინოთ და არც სოციალური განზომილების ჭრილში რაღაც ბენეფიტები მივიღოთ, ამას გპირდებით, აქ არის მთავრობა და ნახავთ როგორ შეასრულებენ,“- განაცხადა პრემიერმა.