ბიზნესი
29/06/2023

Gino Paradise: ამინდების გამოსვლისთანავე, დატვირთულობა გაიზარდა, სალაროსთან რიგები დგას

„მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული წვიმიანი ამინდებით დაიწყო, ბოლო 2 კვირის მაჩვენებლებს თუ შევხედავთ, 30%-იანი მატება გვაქვს მაინც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით“, - ამის შესახებ  „ბიზნესპარტნიორს“ Gino Paradise-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქეთი მაჭავარიანმა განუცხადა.

მისი თქმით, Gino Paradise-ის მომხმარებლების რაოდენობა მუდმივად მზარდია.

„პანდემიამდელ მაჩვენებლებზე არათუ გავედით, გადავაჭარბეთ კიდეც. სტატისტიკურად რომ ვაკვირდები, ყოველწლიურად 20-30%-იანი ზრდა გვაქვს. მათი დიდი ნაწილი ოჯახები არიან, ამოდიან ოჯახური დასვენებისთვის. ამინდები გამოვიდა თუ არა, დატვირთულობა ძალიან გაიზარდა,  სალაროსთან ახლაც რიგები დგას“, - განმარტა ქეთი მაჭავარიანმა.

მისივე ინფორმაციით, Gino Paradise-ის მომხმარებლების 60% ადგილობრივები არიან, 40% კი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული უცხოელი დამსვენებლები.

ქეთი მაჭავარიანმა მიმდინარე წლის საფასო პოლიტიკაზეც ისაუბრა და განაცხადა,  რომ გაზრდილი ხარჯების გამო, აკვაპარკს ფასების დაკორექტირება მოუწია.

„გაძვირდა აუზისა და წყლის მოვლის ქიმიური საშუალებები, რომლებიც არის იმპორტირებული. ამიტომ, მოგვიწია ფასები მინიმალურად, 10%-ით დაგვეკორექტირებინა, რომ მომხმარებელზე დიდი გავლენა არ ჰქონოდა. რეალურად, ხარჯები ბევრად მეტი პროცენტული მაჩვენებლით გაგვეზარდა“, - აღნიშნა Gino Paradise-ს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

როგორც ქეთი მაჭავარიანი აცხადებს, აკვაპარკი Gino Paradise ზაფხულის სეზონს სიახლეებით შეხვდა. აკვაპარკის ტერიტორიას ბარი დაემატა, რომელიც კონკრეტულად ოლიმპიური აუზის სტუმრებს მასპინძლობს. გარდა ამისა, ჰოლდინგს შემოუერთდა 5 ვარსკვლავიანი სასტუმროც, რომელიც ზუსტად აკვაპარკის უკან, 200 მეტრში მდებარეობს.

მისივე ინფორმაციით, Gino Paradise-ი გარდა დასვენებისა, წელს მომხმარებელს გასართობ აქტივობებსაც შესთავაზებს და საღამოობით სხვადასხვა მუსიკალურ ღონისძიებას უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე  აკვაპარკი Gino Paradise 2014 წელს გაიხსნა. მის ასაშენებლად თავდაპირველად 27 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა, თუმცა აკვაპარკი ყოველწლიურად განვითარებას განაგრძობს და მომხმარებელს ახალ სერვისებსა, თუ სივრცეებს სთავაზობს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022