ბიზნესი
09/03/2021

ღვინისა და ყველის კომპანია "ბუტრანა" მაისში ტიბაანში მეორე ფერმას გახსნის

ღვინისა და ყველის კომპანია „ბუტრანა“ მაისში მეორე ფერმას გახსნის, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ჯემალ ხატიაშვილმა განუცხადა. 

მისი ინფორმაციით, ფერმის მშენებლობა აპრილში დასრულდება. 

ხატიაშვილის განცხადებით, ფერმის საინვესტიციო ღირებულება მილიონ ლარს შეადგენს.

„ჯამში გვეყოლება 50 სული მაღალპროდუქტიული საქონელი, რომლისგანაც მივიღებთ ნატურალურ, მაღალი ხარისხის რძეს, რომელსაც ყველის წარმოებაში გამოვიყენებთ. არსებული, მცირე ზომის ფერმით, ვეღარ ვაკმაყოფილებთ მომხმარებლის მოთხოვნას. გაფართოების მთავარი მიზანიც სწორედ ეს იყო. ახალი ფერმის აშენება, საშუალებას მოგვცემს წარმოება და ჩვენი პროდუქტის რეალიზაციის მასშტაბები გავზარდოთ. დაემატება დაახლოებით 5 სახეობის ყველი,“ – აცხადებს ხატიაშვილი.

ახალი ფერმის მშენებლობა, რომელიც ჯამში 10 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს, სოფელ ტიბაანში, არსებულის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება.

„ბუტრანას“ ამ ეტაპზე 20 სახეობის ყველს აწარმოებს. მაგალითად, საფერავში დაძველებული ყველი, თაფლში დავარგებული ყველი, მწვანე და წითელ პესტოში დამზადებული ყველი, თხილიანი, კენკტიანი აჯიკიანი და ა.შ.

„ბუტრანას“ ღვინისა და ყველის კომპანია სიღნაღის რეგიონში, ტიბაანში მდებარეობს. კომპანია 20–ზე მეტი სახეობის ყველს, ქვევრის ღვინოსა და სუფრის ყურძენს აწარმოებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022