ბიზნესი
26/03/2021

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ეტიკეტირების წესის დარღვევაზე ჯარიმები მკაცრდება

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებისთვის ეტიკეტირების წესის დარღვევაზე ჯარიმები მკაცრდება, - აღნიშნულს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს.

ცვლილებებით კოდექსში გარკვეული საკითხების დაზუსტება და დარეგულირება უნდა მოხდეს.

ჯარიმები იზრდება მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევისა და ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისათვის, მათ შორის, ეს ეხება ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებს. კერძოდ, ისეთი ბიზნესოპერატორისთვის, რომელსაც არ აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი, ჯარიმა 400 ლარის ნაცვლად 500 ლარით განისაზღვრა. ხოლო სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის განმეორებით დარღვევისთვის ჯარიმა 600 დან 1000 ლარამდეა გაზრდილი .