ბიზნესი
13/05/2021

ღვინის გლობალურ ბლოკჩეინ პლატფორმაზე ქართული ღვინო "სოლომონე" გაიყიდა

ღვინის გლობალურ ბლოკჩეინ პლატფორმაზე რამდენიმე საათის წინ ქართული ღვინო „სოლომონე“ გაიყიდა, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნირთან“ Wiv Technology-ს პარტნიორმა და რეგიონალურმა წარმომადგენელმა საქართველოში ლევან ბოძაშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, „სოლომონე“ სინგაპურში იყიდეს.

„Wiv Technology ბლოკჩეინის ქსელში  Louis Vuitton-ის  და  Gucci-დან  დაწყებული უამრავ  რამეს ყიდის. ქართული ღვინო „სოლომონე“ გუშინ საღამოს განთავსდა და დილას გაიყიდა. ფასის თქმა გამიჭრდება,“ - აცხადებს ბოძაშვილი.

შეგახსენებთ, ტექნოლოგიური კომპანია WIV Technologie-მა  გლობალურ კომპანია EY (ერნსტ&იანგ)-თან ერთად ქართული ღვინო პირველად გლობალურ ბლოკჩეინ პლატფორმაზე გასულ წელს განათავსა.

„კომპანიის ბლოკჩეინ სისტემა საშუალებას იძლევა მოხდეს ქართული ღვინის გლობალურ დონეზე აუთენთიკაცია ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე და მარკეტინგული დანახარჯების შემცირება, მათ შორის აზიურ ბაზრებზე.

კომპანიას აქვს ოფისების გლობალური ქსელი ნიუ-იორკიდან სინგაპურამდე. პროექტი ითვალისწინებს მაღალი ხარისხის ღვინის მწარმოებელთა კონსორციუმის დაფუძნებას, რომელში შემავალი ბრენდების მიერ წარმოებული ღვინის ტოკენიზაცია მოხდება. ეს ამ კომპანიებს მისცემს საშუალებას მოახდინონ დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა გლობალური მარკეტინგული გეგმების დასაფინანსებლად. კომპანიას აქვს $100 მლნ-მდე საკრედიტო პაკეტი.

WIV Technologies უზრუნველყოფს ღვინის აუთენტურ ჩანაწერებს ბლოკჩეინზე, ტოკენიზაციას, თრეკინგს, სავაჭრო ლიკვიდურობასა და ბაზრებზე წვდომის უზრუნველყოფას საკუთარი გლობალური ქსელის მეშვეობით. სისტემაში უკვე ინტეგრირებულია 170-ზე მეტი მსოფლიო ღვინის ბრენდული კომპანია, მათ შორის ფრანგული Chateau Lafite, Cheval Blanc and Margaux და სხვები.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023