"ღვარძელაშვილის მარანი" ბუტიკ სასტუმროს მშენებლობას და მარნის გაფართოებას გეგმავს
“ღვარძელაშვილის მარანის“ დამფუძნებელი გიორგი ღვარძელაშვილი მარნის გაფართოებას და ბუტიკ სასტუმროს მშენებლობას გეგმავს.
მისი ინფორმაცით, თელავის რაიონის სოფელ კონდოლში, 2 ჰექტარ მიწის ფართობზე, ღვარძელაშვილი აწარმოებს 3 დასახელების ბიო ღვინოს საფერავი,კონდოლური და ჟღია.
როგორც გიორგი ღვარძელაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, უკვე დაწყებულია მარნის გაფართოების სამუშაოები, სასტუმროს პროექტი კი შედარებით გრძელვადინი გეგმაა. მისი თქმით, მარნის გაფართოებაში 20 000 -25 000 ლარის ინვესტიცია დაიხარჯება.
ამ დროისთვის “ღვარძელაშვილის მარანში“ წელიწადში 5 000 ბოთლი იწარმოება, აქედან უდიდესი ნაწილი საექსორტოა. გიორგი ღვარძელაშვილის ინფორმაციით, ადგილობრივად ღვინო მხოლოდ ორ ღვინის ბარში იყიდება. ექსპორტიორ ქვეყნები კი ამერიკა, გერმანია, ჩეხეთი, პოლონეთი და ჰოლანდიაა.
„ღვარძელაშვილის მარანი“ ღვინოს 2014 წლიდან აწარმოებს.