ბიზნესი
16/02/2023

გერმანელი ბავშვები ცხენოსნობაზე თეორიულ მასალებს ქართული თამაშით ისწავლიან

„თამაშობანამ“ არსებობის მანძილზე პირველად, თავისი შექმნილი სამაგიდო თამაში ექსპორტზე გაიტანა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის თანადამფუძნებელმა ნაუ სონღულაშვილმა განუცხადა, საექსპორტო მიმართულებით წარმატებული მოლაპარაკებები გერმანიაში, სათამაშოების საერთაშორისო გამოფენაზე, სახელწოდებით - Spielwarenmesse შედგა, რომელშიც კომპანია მიმდინარე წლის 1-5 თებერვლის პერიოდში მონაწილეობდა.

„Spielwarenmesse საკმაოდ დიდი და პოპულარული გამოფენაა. ჩვენთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა ის, რადგან პირველად გავაკეთეთ თამაში გერმანელებისთვის ანუ ფაქტობრივად, პირველი თამაში გავიტანეთ ექსპორტზე. საუბარია სამაგიდო თამაშზე, რომელიც გერმანიის ცხენოსნობის ასოციაციის დაკვეთით შევქმენით. თამაში მოიცავს თეორიული მასალის შესწავლას, ანუ როგორ უნდა ისწავლოს ბავშვმა თეორიული მასალა ცხენოსნობაზე“, -  განმარტა ნაუ სონღულშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ამავე გამოფენაზე „თამაშობანამ“ სხვა წარმატებებსაც მიაღწია, კერძოდ, ორი თამაშის პროტოტიპის, ილუსტრაციის და კონცეფციის შემუშავების შეკვეთა აიღო.

როგორც ნაუ სონღულაშვილი ამბობს, „თამაშობანას“ სამაგიდო თამაშების შეძენით გერმანიის გარდა, კანადა, საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი დაინტერესდნენ.

ცნობისთვის, „თამაშობანა“  ქართული თამაშების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც  2015 წელს შეიქმნა და მომხმარებელს (ბავშვებს და მშობლებს) საგანმანათლებლო და გასართობ თამაშებს სთავაზობს. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022