ბიზნესი
21/02/2023

Gepherrini-ს  ფილიალი ფოთშიც გაიხსნა

ჩანთების მწარმოებელმა  ქართულმა  კომპანიამ  Gepherrini  მე-5 ფილიალი (ფრანჩიზა) ფოთში გახსნა. 

"გვეწვიეთ ახალ ლოკაციაზე და შეარჩიეთ გამორჩეული დიზაინისა და მაღალი ხარისხის აქსესუარები"-აღნიშნულია კომპანიის Fb გვერდზე.

შეგახსენებთ, 2014 წელს დაფუძნებული Gepherrini ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ჩანთების გარდა სამაჯურებს, სამგზავრო ჩანთებს, ტყავის ქამრებს და საფულეებს აწარმოებს.  კომპანიას ამჟამად წარმოება თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მექანიზაციის ქუჩაზე აქვს. GEPHERRINI  თბილისში 3  და ბათუმში 1 ფილიალს (მაღაზია) ფლობს. 

GEPHERRINI წარმოდგენილია 11 ქვეყანაში, 42 გაყიდვის წერტილით. საექსპორტო ქვეყნებია: აშშ, ქუვეითი, ჰონგ-კონგი, სინგაპური, შვეიცარია, საფრანგეთი, შვედეთი, რუსეთი, ყაზახეთი, უკრაინა და აზერბაიჯანი. 

Businesspartner