ბიზნესი
20/07/2023

Georgian Bicycle Group: საქართველოში ველო ტურებზე მოთხოვნა შემცირებულია

საქართველოში, წინა წელთან შედარებით, ველო ტურებზე მოთხოვნა შემცირებულია, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ Georgian Bicycle Group-ის დამფუძნებელმა ბექა კიკნაველიძემ განუცხადა.

„მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომია. ბევრს ეშინია ამ რეგიონში ჩამოსვლა. აქედან გამომდინარე, ის მოლოდინი, რაც გვქონდა წელს ველოსიპედების გაყიდვებთან დაკავშირებით, არ გამართლდა. გარკვეული კატეგორიის ველოსიპედების გაყიდვების მაჩვენებლებში ზრდა გვაქვს, მაგალითად, წინა ზაფხულს თუ შევადარებთ, ელექტრო ველოსიპედების რეალიზაცია წელს 10-15%-ით გაგვეზარდა. თუმცა, ჯამურ მაჩვენებლებში მაინც ზრდა არ შეინიშნება“,- განმარტა ბექა კიკნაველიძემ.

მისივე ინფორმაციით, წლიურ მაჩვენებლებში ზრდა ისევ ველო ტურიზმზე იქნება დამოკიდებული. თუ წლის ბოლომდე, ეს მიმართულება გააქტიურდა და შესაბამისი კატეგორიის ველოსიპედებზე მაღალი მოთხოვნა გაჩნდა, Georgian Bicycle Group-ი გაზრდილ მაჩვენებლებზე გავა. თუმცა, თუ ასე არ მოხდა, მაშინ კომპანიას 2022 წლის გაყიდვების მაჩვენებელი ექნება წელსაც.

„რაც შეეხება ყველაზე გაყიდვად საფასო სეგმენტს -  მოთხოვნადი 2500 ლარიანი ველოსიპედებია“,  - აღნიშნა Georgian Bicycle Group-ის დამფუძნებელმა ბექა კიკნაველიძემ.

შეგახსენებთ, Georgian Bicycle Group, რომელიც ველოსპედების რეალიზაციას ახორციელებს, ასევე ველოსიპედების შეკეთების სერვისს სთავაზობს მომხმარებელს, პირველი ქართული ველოსიპედის წარმოებას გეგმავს.

როგორც ბექა კიკნაველიძე აცხადებს, პირველი ქართული ველოსიპედი, ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, ბაზარზე 2023 წლის ბოლომდე გამოვა, ყველაზე პესიმისტური სცენარით კი მომხმარებელი ქართული ველოსიპედით სარგებლობას 2025 წლიდან შეძლებს. ქართული ველოსიპედი თავდაპირველად 2 სახეობის იქნება - სამთო უნივერსალური, რომელიც გამოიყენება როგორც ქალაქში, ისე მთის ბილიკებზე და ასევე, ელექტრო ველოსიპედი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022