ბიზნესი
23/06/2023

"გეოდე" ახალ საწარმოს ააშენებს - "თურქულ ტყავს იტალიურით ჩავანაცვლებთ"

ხელნაკეთი ფეხსაცმლის მწარმოებელი სტარტაპი „გეოდე“ გაფართოების გეგმებზე მუშაობს. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის დამფუძნებელი თამარ ხებრელაშვილი აცხადებს, "გეოდემ" მონაწილეობა მიიღო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“-ს და USAID-ის ერთობლივ პროგრამაში და დაფინანსებას ელოდება.

„უკვე ამ დაფინანსების მიღების შემდეგ, სავარაუდოდ, შემოდგომიდან ვგეგმავთ ახალი საწარმოს მშენებლობას, რომელიც იქნება უფრო დიდი და მასშტაბური. გაიზრდება დასაქმებულთა რაოდენობაც და უკეთეს პირობებში შევქნით ნატურალური ტყავით ხელნაკეთ ფეხსაცმელს“, - აღნიშნა თამარ  ხებრელაშვილმა.

მისივე თქმით, საწარმო თბილისში, ვარკეთილის ტერიტორიაზე მოეწყობა.

„გარდა ამისა, ვმუშაობთ, პროდუქციის გამრავალფეროვნებაზე და ფეხსაცმლის ახალი ტექნოლოგიით დამზადებაზე. ეს ტექნოლოგიაც ხელით მუშაობას მოიცავს, თუმცა, საბოლოო ჯამში, მივიღებთ სრულიად განსხვავებული ვიზუალის ფეხსაცმელს, როგორიც არავის არ აქვს“, - განმარტა „გეოდეს“ დამფუძნებელმა.

თამარ ხებრელაშვილმა ნედლეულის საკითხზეც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, „გეოდე“, რომელიც ამ ეტაპზე, ფეხსაცმელს თურქული ტყავით ქმნის, აპირებს თურქული ნედლეული იტალიურით ჩაანაცვლოს.

„მივდივართ იტალიაში, კერძოდ - მილანში ტყავისა და ტყავის ნაკეთობების საერთაშორისო გამოფენაზე 17-და 20 სექტემბრის ჩათვლით, სადაც ტყავის მწარმოებლებს შევხვდებით და ვეცდებით, ახალი პარტნიორები მოვიძიოთ, რომლებიც იტალიურ,  უკეთესი ხარისხის ტყავს მოგვაწვდიან“, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ თამარ  ხებრელაშვილმა.

შეგახსენებთ, სტარტაპი „გეოდე“ ერთ-ერთია იმ ბრენდებს შორის, რომელიც იმპორტირებული, ნატურალური ტყავით სხვადასხვა სახეობის 30-ზე მეტი სახეობის ხელნაკეთ ფეხსაცმელს ქმნის. ბრენდი პანდემიის დროს დაარსდა და ის ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ფეხსაცმელს აწარმოებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022