ბიზნესი
25/11/2020

Geo Sky მზად არის COVID-ვაქცინა საქართველოში თვითღირებულების ფასად ჩამოიტანოს

ქართული ავიაკომპანია Geo Sky მზად არის, მოლაპარაკებების დაწყების შემთხვევაში კოორნავირუსის ვაქცინის საქართველოში ტრანპორტირება თავად, რეისის თვითღირებულების ფასად უზრუნველყოს.

„ვინაიდან, ჩვენს საჰაერო ხომალდებს აქვს ტემპერატურული რეჟიმის კონტროლი, დამატებით გადაიარაღებას არ საჭიროებს. რამდენადაც ინფორმირებული ვარ, მოლაპარაკებები ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი კომპანია უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფს ტვირთის ტარნსპორტირებას თვითღირებულების ფასად“,- განაცხადა „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ლიკა ქორთოშიძემ.

შეგახსენებთ, რომ ქართვეი ეპიდემიოლოგები ქვეყანაში ვაქცინის მიღებას გაზაფხულის ბოლოსთვის ვარაუდობენ. 

აღსანიშნავია, რომ კომპანია Pfizer-ის და BioNTech-ის შექმნილი ვაქცინის ტესტირებამ 90%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. Moderna-ს ადრეული კვლევის შედეგებით, კომპანიის ვაქცინა 94.5% შემთხვევაში ახერხებს პაციენტის ვირუსისგან დაცვას. ამავდროულად ოქსფორდის უნივერსიტეტის და კომპანია AstraZeneca-ს ვაქცინამ კი 70%-იანი ეფექტურობა აჩვენა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს ტრანსპორტირებისას სპეციალური პირობები სჭირდება. Pfizer/BioNTech-ის შექმნილ ვაქცინას შენახვისას -70°C-ია საჭირო, Moderna-ს ვაქცინასთვის – 20°C. ოქსფორიდის უნივერსიტეტისა და AstraZeneca-ს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ შექმნილ ვაქცინას შენახვისთვის მსგავსი პირობების დაკმაყოფილება არ სჭირდება და ტრანსპორტირებაც უფრო იოლია.