ბიზნესი
14/06/2021
GDG ჯგუფმა ვანში ღვინის ქარხნის და შატოს გახსნა გადადო
GDG ჯგუფმა ვანში ღვინის ქარხანის და შატოს გახსნა 1 წლით გადადო. კომპანიის ხელმძღანელი ბიძინა წაქაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ მიზეზი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა.
მისი განცხადებით, გამომდინარე აქედან, ღვინის ქარხანა ყურძენს მომავალ წელს ჩაიბარებს.
ამჟამად კომპანიის საკუთრებაშია 30 ჰექტარი ვენახი, თუმცა, აქ მოყვანილი ყურძენი წარმოებისთვის საკმარისი არ არის, ამიტომ, ქარხანა ყურძენს მოსახლეობისგანაც შეისყიდის. საუბარია, დაახლოებით, 2500 ტონა ყურძნის მიღებაზე.
რაც შეეხება შატოს, მისი მშენებლობა დაწყებულია. ქარხანა დაახლოებით 6 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. პროექტში საწყის ეტაპზე 5 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.