ბიზნესი
19/05/2023

"გაყიდვები წელს 300%-ით გაგვეზარდა" - შვეიცარიულმა აგრარულმა სკოლამ ახალი ფერმა გახსნა

შვეიცარიულმა აგრარულმა სკოლა “კავკასიამ“ ახალი, რიგით მეორე ფერმა გახსნა, სადაც 30-40 სხვადასხვა ჯიშის ძროხა დაიმატა. საკითხზე „ბიზნესპარტნიორს“ სკოლის დირექტორი თინათინ მახარაძე ესაუბრა.

მისი თქმით, ახალი ფერმა არსებულის მსგავსად, ასევე დმანისის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მახარაძის ინფორმაციით, ფერმის გაფართოება გახდება იმის საფუძველი, რომ პერიოდულად გაიზარდოს სხვადასხვა ჯიშის ძროხების რაოდენობა. 

„ახალი ფერმა დმანისის მუნიციპალიტეტში, სარკინეთის გვერდით სოფელში გავხსენით. გაიზარდა რძის რაოდენობა, შესაბამისად, გავზარდეთ წარმოებაც. სხვათაშორის, წელს ჩვენი პროდუქციის გაყიდვები შარშანდელთან შედარებით, 200-300%-ით არის გაზრდილი“, - აღნიშნა თინათინ მახარაძემ.

მისივე ინფორმაციით, „კავკასია“ ამ ეტაპზე, 5 სახეობის ყველს აწარმოებს, რომელთა ღირებულებაც, სხვადასხვა სახეობის მიხედვით, 1 კილოგრამის შემთხვევაში, 70-დან 120 ლარამდე მერყეობს. როგორც შვეიცარიულ აგრარული სკოლის დირექტორი ამბობს, კომპანია, უახლოეს პერიოდში,  ყველის ასორტიმენტის გაზრდასა  და კარაქის წარმოების დაწყებასაც გეგმავს. "კავკასიის" ბრენდის ქვეშ უკვე გაყიდვაშია იოგურტიც. 

რაც შეეხება, შვეიცარიული აგრარული სკოლა “კავკასიის“ საექსპორტო გეგმებს, კომპანიამ გასულ წელს, ნიუ-იორკში ჯამში 1 ტონამდე ყველი გააგზავნა, რომელიც წარმატებით გაიყიდა. თუმცა, „კავკასია“ ამჟამად, სრულად ადგილობრივ ბაზარზეა ორიენტირებული და საექსპორტო გეგმები დაპაუზებული აქვს.

შეგახსენებთ, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარკინეთში  შვეიცარული პროფესიული განათლების მოდელის მიხედვით, სკოლა და საცხოვრებელი კამპუსი ფუნქციონირებს. სკოლის ბაზაზევე, შვეიცარიული ტექნოლოგიით 5 დასახელების ყველი იწარმოება, რომელიც სარეალიზაციო ქსელში 2022 წლიდან გამოჩნდა.

პროექტს სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი და "მარგებელი ჰოლდინგის" მფლობელი მიხო სვიმონიშვილი შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022