ბიზნესი
05/03/2021

გაიაფებული რიყის დოქები არ გაიყიდა

რიყის დოქები ისევ არ გაიყიდა. ხელახალი აუქციონზე მისი ფასი 24 მლნ-მდე ლარით იყო გაიაფებული და აუქციონზე 71,25 მლნ ლარად იყო შეთავაზებული.

ქონება პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში იყო აუქციონზე გამოტანილი. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამ უძრავი ქონების გაყიდვას ზუსტად ერთ წელზე მეტია ცდილობს. 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე მისი საწყისი გასაყიდი ფასი 95 მლნ ლარი იყო, თუმცა ვაჭრობა ლოტზე არ შედგა.

აუქციონის პირობების მიხედვით პირს რომელიც „რიყის დოქებს“ შეიძენდა გარკვეული ვალდებულებები ეკისრებოდა.

ინვესტორს მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობა და ფუნქციონირებისთვის არანაკლებ 10 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელებინა.