ბიზნესი
02/02/2023

გაძვირდება თუ არა ავეჯი წელს - "ქართული ავეჯის კლასტერის" პროგნოზი

მთელ მსოფლიოსა და მათ შორის, საქართველოში გაზრდილი კონკურენციის ფონზე, ავეჯის მწარმოებლები წელს მათ მიერ წარმოებული პროდუქტის გაძვირებას არ პროგნოზირებენ.

კომპანია "ქართული ავეჯის კლასტერის" გამგეობის თავმჯდომარე ბესიკ ვერძეული „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ გასულ წელს, რუსეთ-უკრაინის ომიდან და პანდემიიდან გამომდინარე, ავეჯის ფასები ზრდის მიმართულებით 20-დან 25%-მდე  უკვე დაკორექტირდა, ამიტომ, 2023 წელს დარგის წარმომადგენლები ამ ფასების შენარჩუნებას შეეცდებიან.

„ფასების ზრდის მოლოდინი არ გვაქვს. სულ უფრო მეტი კომპანია ჩნდება ავეჯის სექტორში, რომელიც იმპორტირებულ თუ საკუთარი წარმოების პროდუქტს ყიდის. ამიტომ, მაღალი კონკურენციიდან გამომდინარე, ისინი ფასების მატებას მოერიდებიან“, - განმარტავს ვერძეული.

მისივე თქმით, საქართველოში, ამ ეტაპზე, ყველა ტიპის ავეჯი იწარმოება, თუმცა, არ მზადდება ავეჯის კომპონენტები. ვერძეული მიიჩნევს, რომ საჭიროა კომპანიები სწორედ ამაზე ორიენტირდნენ ,რადგან ადგილობრივი წარმოების ნედლეულის არ არსებობა, ქართული კომპანიებისთვის საექსპორტო კუთხითაც შემაფერხებელი ფაქტორია.

„ალბათ, ძალიან ბევრი წელი დაგვჭირდება, რომ ავეჯი საქართველოში ჩვენივე ნედლეულით ვაწარმოოთ და 90%-ით დამოკიდებული არ ვიყოთ იმპორტირებულ მასალებზე. ამისთვის საჭიროა, კოპანიებმა გაიაზრონ რამდენად მნიშვნელოვანია ავეჯის კომპონენტების წარმოება და ინვესტიცია ამ მიმართულებით ჩადონ“,- დასძინა ვერძეულმა.

ცნობისთვის, საქართველოს ავეჯის ინდუსტრია, ამჟამად, წელიწადში მილიონ ნახევარი ლარის პროდუქტს ამზადებს. თუმცა, როგორც დარგის ექსპერტები ამბობენ, გარკვეული ხელშეწყობის შემთხვევაში, დარგი შეძლებს სულ მცირე, ათჯერ გაზარდოს წარმოება.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022