ბიზნესი
22/03/2021
"ფრესკო" დიდუბეში ახალ ფილიალს ხსნის
სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“ 15 აპრილს, თბილისში, წერეთლის გამზირზე მე-9 სუპერმარკეტს გახსნის.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიაში განუცხადეს, ფრესკო ახალ სუპერმარკეტში, რომლის საერთო ფართობი 5000 კვ.მ-ია, მომხმარებელს შესთავაზებს 24 საათიან მომსახურებას, პროდუქციის ფართო ასორტიმენტს, მიწისქვეშა პარკინგს და სხვა.
რა ოდენობის ინვესტიცია ხორციელდება ქსელის გაფართოების მიმართულებით, ამ ეტაპზე უცნობია.