ბიზნესი
15/06/2023

ფოთი-კონსტანცას მიმართულებით საბორნე მიმოსვლა 27 ივნისიდან დაიწყება

ფოთი-კონსტანცას მიმართულებით საბორნე მიმოსვლა 27 ივნისიდან დაიწყება.  ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანია E60 Shipping Line-ის მმართველმა  პარტნიორმა, შალვა წაქაძემ განაცხადა.

საბორნე გადასასვლელი სხვადასხვა სახის სატრანსპორტო საშუალებებს მოემსახურება, როგორიცაა სატვირთო, მსუბუქი და ასევე ავტომატარებლები.

მისი ინფორმაციით, ბორანი არის 191 მეტრის სიგრძის გემი, რაზეც 101 სატვირთო ავტომობილი და 132 მგზავრი ეტევა. მათ ადგილზე სამჯერადი კვებით, ბარით, გასართობი სივრცით, ასევე საბავშვო სივრცით უზრუნველყოფენ.

წაქაძე აცხადებს,რომ ბორანი 600 საზღვაო მილს გაივლის.  საწყის ეტაპზე,  პირველი ოთხი რეისი შედარებით დაბალი სიხშირითა და სიჩქარით განხორციელდება, ხოლო გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ  7.5 სიხშირით გადაადგილება იგეგმება, რაც ორივე გზაზე თვეში 15 რეისს გულისხმობს.

„კონსტანცა არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულება, ვინაიდან პირდაპირ ევროპის ცენტრში ვხვდებით, საიდანაც უმოკლესი მანძილია როგორც ჩრდილოეთ, ასევე დასავლეთ ევროპისკენ. გარდა ამისა, საბორნე მიმოსვლით შესაძლებელია სამხრეთ ევროპასთან დაკავშირებაც. 

მგზავრობა E60 მარშრუტით (ევროპის ავტომაგისტრალი, რომელიც იწყება ბრესტში, საფრანგეთში და მიემართება ჩინეთისა და ყირგიზეთის საზღვართან მდებარე ქალაქ ირკეშტამამდე.) ხორციელდება, შესაბამისად, ბორნით გზად უამრავ ქალაქს გავივლით.

ფოთიდან - კონსტანცამდე ერთი მიმართულების ღირებულება 1400 ევროა. ღირებულებაში შედის, გემზე მანქანის განთავსება და ასევე ჩამოყვანაც ანუ ნავსადგურის ხარჯები. ხოლო კონსტანცადან- ფოთისკენ  2100 ევრო და ამაში ასევე ყველა აღნიშნული სერვისი შედის.

როგორც წაქაძე აცხადებს, მსუბუქი ავტომობილის გადაყვანის ღირებულება  600 ევრო იქნება და ამაშიც მძღოლის სამჯერადი კვება შედის,დანარჩენი ოჯახის წევრების კვების ხარჯები ინდივიდუალურია და ამის კალკულაცია მოლაპარაკებების მიხედვით ხდება," -აცხადებს წაქაძე.

მისი განმარტებით, ბორანზე 200 ადამიანია დასაქმებული.  როგორც წაქაძე განმარტავს, ისინი ქართველები არ არიან, ვინაიდან საბორნე მომსახურება გარკვეულ გადამზადებასა და გამოცდილებას საჭიროებს.

აღსანიშნავია, რომ ფოთი-კონსტანცას მიმართულებით საბორნე მიმოსვლის დაწყება შემოდგომაზე იყო დაანონსებული.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023