ბიზნესი
08/03/2021
ფქვილის სუბსიდირების პროგრამა შესაძლოა გახანგრძლივდეს
ფქვილის სუბსიდირების პროგრამა შესაძლოა გახანგრძლივდეს.
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ საკითხზე მოლაპარაკებები შესაბამის სტრუქტურებთან აქტიურად მიმდინარეობს.
სუბსიდირება მთავრობამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ფქვილის ფასმა 53 ლარიან ნიშნულს გადააჭარბა. თავდაპირველად, საბაზრო ფასი 61-დან 65 ლარამდე მერყეობდა ახლა კი 68 ლარია.
პურზე ფასების ზრდის თავიდან ასაცილებლად სახელწიფო ერთ ტომარა ფქვილს 15 ლარით ასუბსიდირებს. პროგრამა მარტის ბოლოს იწურებოდა, თუმცა სექტორში აცხადებენ, რომ სუბსიდირების მექანიზმის შეჩერება პურის 15-20 თეთრით გაძვირებას გამოიწვევს.