ბიზნესი
15/07/2020

ფილარმონიასთან სასტუმრო "მუზა“ 2021 წლის შემოდგომაზე გაიხსნება

ფილარმონიასთან სასტუმრო „მუზა“ 2021 წლის შემოდგომაზე გაიხსნება, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“  ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა.

კოსტავას ქუჩაზე (#27), ყოფილი სასტუმრო „მუზას“ ტერიტორიაზე 4-ვარსკვლავიანი, 23  ნომრიანი ბუტიკ სასტუმრო აშენდება. რეკონტრუქცია-მშენებლობასა და მოპირკეთებაზე დაახლოებით 8 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

პაპაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე  თითქმის დასრულებულია მშენებლობა, მიმდინარეობს კარკასის მშენებლობის ბოლო ეტაპის სამუშოები, რომლის დასრულების შემდეგაც დაიწყება მოსაპირკეთებელი სამუშაოები.

პროექტის მშენებლობას ქართულ-თურქული კომპანია „სინერჯი“ ახორციელებს.