ბიზნესი
03/11/2021

"ფერწო" ქართული ეკოპლასტელინის უცხოურ ბაზრებზე დამკვიდრებას გეგმავს

"ფერწო" ეკოლოგიურად სუფთა პლასტელინია, რომლის წარმოებაც გვანცა ამურველაშვილმა პანდემიის დროს დაიწყო და გატაცება ოჯახურ ბიზნესად აქცია.

როგორც "ფერწოს" დამფუძნებელი "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, წარმოება 9 თვის წინ დაიწყეს და უკვე რამდენიმე მაღაზიასთან თანამშრომლობენ, მოთხოვნა კი საკმაოდ დიდია.  სამომავლოდ კომპანია არამხოლოდ პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს, არამედ მის დამკვიდრებას უცხოურ ბაზრებზე.

"ყველაფერი იმით დაიწყო, რომ გადავიღე ვიდეო, სადაც ჩემი შვილი თავად ამზადებდა პლასტელინს და განვათავსე პირად გვერდზე, მალევე გაჩნდნენ მსურველები, თავდაპირველად პირადი გვერდიდან ვყიდიდი, თუმცა აუდიტორიის გაზრდის შემდეგ გავაკეთე Facebook გვერდი "ფერწო", დავარეგისტრირე ბიზნესი და დავიწყე თანამშრომლობა მაღაზიებთან.

ეკო პლასტელინზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება, ამიტომ ძალიან მალე დანადგარი უნდა შევიძინო, რათა შევძლო სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება, მათ შორის მაღაზიების, რამოდენიმე ახლაც გველოდება, მაგრამ ვერ ვახერხებ მიწოდებას რადგან ფიზიკური რესურსი აღარ გვრჩება წარმოების გაზრდისთვის. ამ ეტაპზე "ფერწოს" პროდუქცია 6 მაღაზიში გვაქვს განთავსებული, ხოლო როგორც კი დანადგარს შევიძენ და შევძლებ მოკლე დროში მეტი პლასტელინის დამზადებას, მალევე ბევრად მეტ მაღაზიაში შევიტანთ "ფერწოს" პლასტელინს. “სამი შემოთავაზება გვქონდა საზღვრებს გარედან, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ შევძელით განამშრომლობა, თუმცა ეს დროებითია."–აღნიშნავს, გვანცა ამურველაშვილი.

ამ ეტაპზე, "ფერწო" 20 ფერის ეკო პლასტელინს აწარმოებს, აქედან 5 პასტელური ფერია, რომელიც სულ ახლახანს დაამატეს. აღსანიშნავია, რომ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის ფასი ყველასათვის ხელმისაწვდომია. პლასტელინის 100 გრამიანი ბურთულა 2 ლარი ღირს, რომელიც არის მრავალჯერადი, მისი გამოყენება თვეობით შეიძლება, გამოშრობის შემთხვევაში კი წყლით განახლება, მასში შემავალი ნივთიერებები საკვებში გამოიყენება და ბავშვებისთვის სრუილად უსაფრთხოა.

"გვაქვს შესარევი ფერები, რომელიც ჩემი მიგნებაა და ჯერ მსგავსი პლასტელინი არავის გაუკეთებია, მათ შორის საზღვრებს გარეთ მოსვლიათ მსგავსი იდეა, რაც ძალიან მეამაყება. შესარევი პლასტელინი არის ორი სხვადასხვა ფერის, რომლისგანაც ბავშვებს შეუძლიათ მიიღონ მესამე, სრულიად განსხვავებული ფერი. ამ პროცესით ბავშვს უღრმავდება წარმოსახვის უნარი, უკეთ შეიცნობს ფერთა შინაარსს, ვარიაციებს გადასვლებს, ამასთანავე ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩენაა მათთვის."–ამბობს, "ფერწოს" დამფუძნებელი.