ბიზნესი
19/07/2023

ფეროშენადნობთა ასოციაცია: სექტორი ღრმა კრიზისშია

ფეროშენადნობების ექსპორტი 64%-ით შემცირდა. როგორც ფეროშენადნობთა  ასოციაციაში აცხადებენ, დარგი მძიმე კრიზისშია და ეს რთული ვითარება უკვე წელიწადნახევარია გრძელდება. გამოსავალი კი ჯერჯერობით არ ჩანს.

„დარგში ღრმა კრიზისია და მდგომარეობა უფრო მეტად არის დამძიმებული. პერსპექტივა არ ჩანს და სტატისტიკაც ექსპორტის კლებას აჩვენებს, როდის დასრულდება ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, ამაზე პასუხი არ არსებობს. პერსპექტივა საკმაოდ ბუნდოვანია“-აღნიშნა ნუგზარ კევლიშვილმა.

მისივე განმარტებით, საწარმოების აბსოლუტური უმრავლესობა ისევ დახურულია.

„ოცი კომპანიიდან ამ ეტაპზე მხოლოდ სამი მუშაობს. აქედან ერთი მცირე კომპანიაა, რომელმაც მუშაობა, ჩემი ინფორმაციით, დროებით გააგრძელა.“ -აღნიშნა ნუგზარ კევლიშვილმა.