ბიზნესი
12/03/2021

ფეხსაცმლის ქართული ბრენდი "აბრაგები" პანდემიის გამო ახალ პროექტებს არ გეგმავს

ქართული ბრენდი „აბრაგები“ მაღალი ხარისხის კაცისა და ქალის ფეხსაცმელს, ნატურალური მასალით ამზადებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, მიხეილ გაბაძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, პანდემიის გამო გაყიდვები დაახლოებით  80%-ით შეუმცირდა.

მიუხედავად ამისა, „აბრაგები“ არ აჩერებს წარმოებას, აგრძელებს საქმიანობას, თუმცა, ახალი ხაზის ან პროექტების ამოქმედებას ამ ეტაპზე არ გეგმავს.

„ჩვენი პროდუქტი ძირითადად, გათვლილია ტურისტებზე, შესაბამისად, საზღვრების ჩაკეტვამ და უცხოელი ვიზიტორების ნაკლებობამ, ჩვენი ბიზნესი დააზარალა და გაყიდვები საგრძნობლად შემცირდა. ადგილობრივ  მყიდველს კი პანდემიამ შემოსავლები შეუმცირა, რაც ჩვენს გაყიდვებზეც აისახა,“ – აღნიშნა მიხეილ გაბაძემ.

კომპანიას აქცენტი ძირითადად მამაკაცის ფეხსაცმელზე აქვს.

„აბრაგები“ ქართულ ბაზარზე 2017 წლიდან არსებობს, რომელიც იტალიური და თურქული ნატურალური მასალებით ხელნაკეთ ფეხსაცმელებს აწარმოებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022