ბიზნესი
07/07/2023

"ფარმსახლი“ პირველი ფარმაცევტული კომპანიაა ამიერკავკასიაში, რომელმაც მომხმარებელს სააფთიაქო რობოტის მომსახურება შესთავაზა

ევროპული სააფთიაქო ალიანსის წევრი „ფარმსახლი“ პირველი ფარმაცევტული კომპანიაა ამიერკავკასიაში, რომელმაც 2023 წლის 7 ივლისს სააფთიაქო ქსელში მაღალტექნოლოგიური მომსახურება დანერგა სლოგანით - „Future is now“ და მომხმარებელს სააფთიაქო რობოტის მომსახურება შესთავაზა.

ექსკლუზიური შეთანხმება „ფარმსახლსა“ და გერმანულ კომპანია „BD ROWA“-ს შორის 2022 წელს გაფორმდა.  „BD ROWA“ ლიდერი კომპანიაა მსოფლიო მასშტაბით, რომელიც 25 წელია აწარმოებს მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო სისტემებს. კომპანიის მიერ წარმოებული 12 000 რობოტი მსოფლიოს 60 ქვეყანაშია წარმოდგენილი. „BD“-ს წლიური ბრუნვა 18 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

 

სააფთიაქო რობოტი მაღალტექნოლოგიური მოწყობილობაა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ამარტივებს და ასწრაფებს სამუშაო პროცესებს. გამორიცხავს წამლის გაცემისას დაშვებული შეცდომის ალბათობას. აკეთებს მარაგების პერიოდულ ოპტიმიზაციას, ალაგებს ახალ მედიკამენტებს ადამიანის ჩარევის გარეშე, რითაც ამსუბუქებს სამუშაო პროცესს ფარმაცევტებისთვის. ამასთანავე,  სააფთიაქო რობოტი  დაახლოებით 90%-ით  ამცირებს  მომსახურების დროს, რაც აუმჯობესებს  მომსახურების ხარისხს. ჯანდაცვისა და ტექნოლოგიების შერწყმა - ეს არის ფარმაციის მომავალი, რომელიც მომხმარებელს ინოვაციურ მომსახურებას სთავაზობს.

„სააფთიაქო ქსელის დიჯიტალიზაცია და ინოვაციური ფარმაცევტული სერვისების დანერგვა ქმნის ახალ შესაძლებლობებს როგორც ქსელში დასაქმებული ფარმაცევტებისთვის, ისე „ფარმსახლის“ მომხმარებლებისთვის. მაღალტექნოლოგიური, ინოვაციური მომსახურების ინტეგრირება სააფთიაქო ქსელში, რომელიც აპრობირებულია მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, ისტორიული მნიშვნელობის მქონე ნაბიჯია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვისაც. ჩვენთვის საამაყოა, რომ  სამედიცინო სისტემების მწარმოებელი ლიდერი კომპანია BD ROWA“ფარმსახლის“ ექსკლუზიური პარტნიორია და იწყებს ოპერირებას საქართველოს ბაზარზე“, - აცხადებენ „ფარმსახლის“ მენეჯმენტში.

მოლაპარაკებები „ფარმსახლსა“ და „BD ROWA“-ს შორის ექსკლუზიური პარტნიორობის შესახებ რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბიზნესის განვითარების სტრატეგიული გეგმის მიხედვით, სააფთიაქო რობოტის მომსახურების დანერგვაში 5 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

პირველი ახალი კონცეფციის აფთიაქი,  რომელიც მომხმარებლებს უპრეცედენტო ინოვაციურ მომსახურებას სთავაზობს, თბილისში, მ.კოსტავას #70-ში მდებარეობს. სულ მალე სააფთიაქო რობოტი „ფარმსახლის“ სხვა ფილიალებშიც გამოჩნდება.

პირველი ევროპული სააფთიაქო ალიანსის წევრი „ფარმსახლი“ ქართულ ბაზარზე თითქმის 20 წელია ოპერირებს. ქსელი მოიცავს 50 აფთიაქს და მასში 500-ამდე თანამშრომელია დასაქმებული.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023