ბიზნესი
25/03/2021

ფარმაცევტულმა კომპანია "ინნოვასიმ" მზა წამლების წარმოება გადადო

ფარმაცევტულმა კომპანია „ინნოვასიმ“ მზა წამლების წარმოების პროექტი გადადო. მიზეზი პანდემია და მისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისია, რომელიც მთელი ქვეყნის და მსოფლიოს მასშტაბით დადგა.

კომპანიის ხელმძღვანელი ივანე მესხიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ ასევე გადაიდო ახალი ქარხნის მშენებლობა, სადაც ქარხანა მზა ფორმის მედიკამენტების წარმოებაზე უნდა ყოფილიყო ორიენტირებული.

როგორც მესხიშვილი აცხადებს, კომპანია პანდემიის გამო გაჩერებული იყო და საქმიანობა დაახლოებით 1 კვირაა აღადგინა. მისი განმარტებით, კომპანია ამ დროისთვის მხოლოდ ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტ ფლატიფილინს, ნახევარფაბრიკატის სახით აწარმოებს და ექსპორტზე გააქვს.

„პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე არ იყიდება. მისი შეძენით ძირითადად., დსთ-ს ქვეყნები არიან დაინტერესებულნი,“ - აცხადებს მესხიშვილი.

შეგახსენებთ, კომპანია მზა წამლების წარმოების დაწყებას 2019 წლისთვის გეგმავდა. ინვესტიციის ოდენობა კი დაახლოებით 6 მილიონი ევროთი იყო  განსაზღვრული.

საწარმო 2015 წელს, თბილისში, ლილოს დასახლებაში გაიხსნა. ინვესტირებულია დაახლოებით 4.5 მილიონი დოლარი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023