ბიზნესი
12/05/2023

ფარმაცევტულ ბაზარზე მიმდინარე მოკვლევის ფარგლებში მოპასუხე კომპანიების რიცხვი ხუთამდე გაიზარდა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, ფარმაცევტულ ბაზარზე 4 კომპანიის მიმართულებით დაწყებულ საქმის შესწავლას კიდევ ერთი კომპანია დაემატა. კერძოდ, ონკოლოგიური მედიკამენტებთან დაკავშირებით მიმდინარე მოკვლევის ფარგლებში, დამატებით გამოვლენილი და სააგენტოს მიერ შესწავლილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შპს "ეს კა იმპექსის" მოპასუხე მხარედ ჩართვა განხორციელდა.

შესაბამისად, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-7 მუხლების (დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების აკრძალვა) შესაძლო დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, სააგენტო ბაზრის მოკვლევას 5 ეკონომიკური აგენტის მიმართ - სს „გეფას“, შპს „ავერსიფარმა“, შპს „პსპ ფარმას“, შპს „მერმისს“ და შპს შპს "ეს კა იმპექსი" აწარმოებს.

ინფორმაციისთვის: საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, 2023 წლის 24 მარტს, ფარმაცევტულ ბაზარზე მოკვლევის პროცესი დაიწყო. საკითხი ეხება - ონკოლოგიური მედიკამენტების იმპორტიორი, რეალიზატორი კომპანიების მხრიდან ფასების მკვეთრ ზრდას და სავარაუდო, იდენტური ფასწარმოქმნის დაწესებას. მოკვლევას საფუძვლად დაედო - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გასაჯაროებული ინფორმაცია და განცხადებები ფარმაცევტული კომპანიების ქმედებების კონკურენციის კანონმდებლობასთან თავსებადობასთან დაკავშირებით.

კონკურენციის ეროვნული სააგენტო, ამ დროისათვის, მოკვლევის 6 საქმეს განხილავს: საავტომობილო საწვავის, ფარმაციის, თამბაქოს, საზღვაო ტრანსპორტის, სწრაფი კვების და ბილეთების ონლაინ რეალიზაციის სექტორებში - შეთანხმებული ქმედების, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის მიმართულებით.

2023 წელს, უწყებამ ორი მოკვლევა დაასრულა და ორივე შემთხვევაში ადმინისტრაციული უწყების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის ფაქტი („კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლი) დაადგინა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023