"ფაბრიკა 1900"-მა წარმოება გააფართოვა
შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანიამ „ფაბრიკა 1900“ წარმოების მოცულობა გაზარდა.
კომპანიამ ახალი მანქანა-დანადგარების განახლება და საწარმოო შენობის გაფართოება სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ინდუსტრიული მიმართულების სესხის პროცენტის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში შეძლო.
ამ ეტაპზე კომპანიაში 150-მდე გაიზარდა დასაქ,მებულთა რაოდენობაც. "ფაბრიკა 1900“ თვეში 600 ტონა შესაფუთ მასალას ამუშავებს, რომელიც არის ბიოდეგრადირებადი და კვლავწარმოებადი, იგი მზადდება სერთიფიცირებული ევროპული ნედლეულისგან თანამედროვე მანქანა-დანადგარებზე.
პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივი ბაზრის გარდა ექსპორტზეც ახდენს, კერძოდ: სომხეთში, აზერბაიჯანსა და უკრაინაში.
ინდუსტრიული მიმართულების კომპონენტის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერის პირობების მიხედვით კომპანია 3 წლის განმავლობაში სესხის საპროცენტო განაკვეთს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დაფარავს.
საწარმო ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა დაათვალიერეს.