ბიზნესი
26/11/2020

"ეს შეზღუდვები ისედაც დაქცეული სარესტორნო ბიზნესის გასვენებას ნიშნავს"

რესტორან „ზაზანოვას“ დამფუძნებელი, მარინა სალუქვაძე „ბიზნეპსარტნიორთან“ ამბობს, რომ დღეს დაწესებული შეზღუდვები ამ ინდუსტრიისთვის სრული „ლოქდაუნის“ ტოლფასია.

„სარესტორნო ბიზნესი ისედაც დაქცეული და დაღუპული იყო. ამ გადაწყვეტილებით, უბრალოდ მისი გასვენება მიდის. მხოლოდ სესხის სუბსიდირება ამ ბიზნესს ვერ გააცოცხლებს, არ ეყოფა. როდესაც სულ გვპირდებოდნენ, რომ სრული „ლოქდაუნი“ არ იქნებოდა, ეს ასე მოხდა. ეს ბიზნესი როგორ გაიმართება წელში და განაგრძობს ფუნქციონირებას, მე ვერ გეტყვით. როგორ უნდა შევინარჩუნოთ მინიმალური თანამშრომლები. ვერ წარომიმდგენია რომელიმეს როგორ უნდა შეველიო. გუშინ მთელი ღამე გავატარეთ შიშში და მოლოდინში, გვეგონა, რომ მთლად ასეთი სიმკაცრით არ ვიქნებოდით განადგურებული. ახლა აღმოჩნდა, რომ ჩვენი სფერო ყოფილა დამაქცევარი და ინფექციის გამავრცელებელი. ისეთი პესიმიზმია ჩვენი სფეროს წარმომადგენლებში“,- აღნიშნა სალუქვაძემ.