ბიზნესი
22/12/2020
"ეს არ არის ჩვენი მხრიდან თავს მოხვეული შეზღუდვები, ეს წესები სავაჭრო მოლებმა შეიმუშავეს"
ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები თავად სავაჭრო ცენტრების მიერ იყო შემუშავებული.
"ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა სავაჭრო ობიექტებთან. შეზღუდვების ძალიან დიდი ნაწილი, რაც ახლა გამოვაცხადეთ სწორედ სავაჭრო სექტორისგან მოდის. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მხრიდან თავს მოხვეული შეზღუდვები. ეს წესები თავად შეიმუშავეს და ჩვენთან შეხვედრაზე გააჟღერეს. მზად არიან, რომ ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ. ძალიან საინტერესო მიგნება შემოგვთავაზა სავაჭრო სექტორმა, რომ ფასდაკლებები მოვიდეს ძირითადად ონლაინ გაყიდვებზე და ადგილზე ძირითადად დილის საათებში იყოს",- თქვა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ.