ბიზნესი
10/07/2023

"ეფეს საქართველო" რუსთავის მერიასა და "ეკო ჯეო პეტთან" ერთად პლასტმასის ბოთლების შეგროვებასა და გადამუშავებაზე იზრუნებს

ეფეს საქართველო რუსთავის მერიასთან დაეკო ჯეო პეტთანერთად ახალ საპილოტე პროგრამას იწყებს, რომელიც რუსთავის მუნიციპალიტეტში ნარჩენების სეპარირებასა და გადამუშავებას ითვალისწინებს.  მხარეებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

სამმხრივ მემორანდუმს ხელი მოაწერეს „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა, რუსთავის მერის მოადგილემ ბესიკ ტოგონიძემ და „ეკო ჯეო პეტის“ დირექტორმა ივან პეტრუშევსკიმ.  

მნიშვნელოვანია, რომ სამმხრივი მემორანდუმის ფარგლებში შემუშავებული პროგრამა, პირველ ეტაპზე, რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსების 10 ეზოში მეორადი პლასტმასის ბოთლების სეპარირებისთვის განკუთვნილი ურნების განთავსებას გულისხმობს.

ჩვენი კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, ეს მორიგი გარემოსდაცვითი პროექტია. ახალი პროგრამა, რომელიც პლასტმასის (PET) ბოთლების შეგროვებასა და გადამუშავებას გულისხმობს, ვფიქრობთ, რომ რუსთავისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე იქნება. აღსანიშნავია, რომ ეს საპილოტე პროექტი, წარმატების შემთხვევაში, საშუალებას მოგვცემს, გავზარდოთ მასშტაბი და ასევე, საქართველოს სხვა ქალაქებშიც დავნერგოთ მსგავსი ინოვაციური მიდგომები“, – განაცხადა „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

,,რუსთავში ვიწყებთ საპილოტე პროგრამას, რომელიც ნარჩენების სეპარირებას ითვალისწინებს. დღეს გავაფორმეთ სამმხრივი მემორანდუმი შპს ,,ეკო ჯეო პეტთანდა ,,ეფეს საქართველოსთან“ . საპილოტე პროგრამა სწორედ ამ მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება და განხორციელდება. პროგრამა, გარდა იმისა, რომ ეკომეგობრულია, მნიშვნელოვანია ეკონომიკური თვალსაზრისითაც, რადგან ცირკულარული ეკონომიკის განვითარებასა და დასუფთავების ხარჯის შემცირებასაც შეუწყობს ხელს“, – განაცხადა რუსთავის მერის მოადგილემ ბესიკ ტოგონიძემ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023